Skip to Content

დუალურ პროფესიულ განათლებაზე კონფერენცია გაიმართა

დუალურ პროფესიულ განათლებაზე კონფერენცია გაიმართა

Be First!

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით კონფერენცია  ,,დუალური პროფესიული განათლება საქართველოში – პერსპექტივები კერძო კომპანიებთან ერთად’’ გაიმართა.

ღონისძიება მიეძღვნა დუალური პროფესიული განათლების პერსპექტივებს საქართველოში, რომელიც საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ღონისძიებაზე გაიმართა დისკუსია კერძო სექტორის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე და მათ ჩართულობაზე პროფესიულ განათლებაში, რადგან კერძო სექტორის, როგორც პრაქტიკული სწავლების მომწოდებლის წამყვანი როლი, დუალური განათლების საფუძველია.

კონფერენცია საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*