
ელტონ ჯონის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს კონცერტების ახალი თარიღები გამოჩნდა
ბრიტანელი მომღერალის სერ ელტონ ჯონის ოფიციალურ ვებ გვერდზე, საქართველოში გასამართი კონცერტების ახალი თარიღები გამოჩნდა. მომღერალი საქართველოს 2018 წელს ესტუმრება და Black Sea Arena-ზე კონცერტებს 30 ივნისსა და პირველ ივლისს გამართავს. საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პირველი კონცერტის ბილეთები გაყიდულია, ხოლო პირველი ივლისის ბილეთები კვლავ ხელმისაწვდომია.
2018 წლის კონცერტებზე წელს ნაყიდი ბილეთებით შეიძლება დასწრება. ხოლო ვისაც, ამის სურვილი არ ექნება, ბილეთების დაბრუნება უახლოეს მომავალში დაიწყება.
გავრცელებული ინფორმაციით კონცერტის გადადების მიზეზი ელტონ ჯონის ბენდის შეუცვლელი გიტარისტისა და ვოკალისტსი Davey Johnstone-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა, რომელიც ხელზე გაკეთებული სასწრაფო ოპერაციის შემდგომ სარეაბილიტაციო კურსს გადის.