Skip to Content

„ემეგობრე მემკვიდრეობას“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მასშტაბური კამპანია პრესკონფერენცია

„ემეგობრე მემკვიდრეობას“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მასშტაბური კამპანია პრესკონფერენცია

Be First!

ისტორიული ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესის გასააქტიურებლად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო იწყებს მასშტაბურ კამპანიას – „ემეგობრე მემკვიდრეობას“.

იხილეთ ფოტოგალერეა

პროექტს უკვე შეუერთდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი შემდეგი ორგანიზაციები: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული პროფესიული თეატრი და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი – ხელოვნების სასახლე.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, 12 ივლისს, კულტურის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია. ღონისძიებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილი უძღვებოდნენ.

პროექტის „ემეგობრე მემკვიდრეობის“ საზეიმო პრეზენტაცია 15 ივლისს, ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე შედგება. ღონისძიების ფარგლებში, ნაკრძალის ტერიტორიაზე, სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიება მოეწყობა. საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრება.

ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული პროფესიული თეატრი მაყურებელს უილიამ შექსპირის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „როგორც გენებოთ“ შესთავაზებს. რეჟისორ ლევან წულაძის სპექტაკლის პრემიერა 5 წლის წინ შექსპირის თეატრში – გლობუსში (დიდი ბრიტანეთი) შედგა და მიღებული აქვს გარდიანის ხუთი ვარსკვლავი.

ხელოვნების სასახლე დამსწრე საზოგადოებას შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ექსპოზიციას წარუდგენს, სადაც დამთვალიერებელს საშუალება ექნება იხილოს ექსპრესიული კადრები კოტე მიქაბერიძის მიერ, 1936 წელს, ვეფხისტყაოსნის თემაზე გადაღებული პირველი და ერთადერთი ფილმიდან. სტუმრებისთვის ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია ტრადიციული ხალხური რეწვის გამოფენა-გაყიდვასაც დაეთმობა. კულტურულ ღონისძიებებს, საზეიმო ვითარებაში პროექტის “ემეგობრე მემკვიდრეობას” პრეზენტაცია დაასრულებს.
სახელმწიფო ინსტიტუციებისა და კერძო სექტორის სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლებთან ერთად , კლუბში პარტნიორებად სამოქალაქო, პროფესიული და სხვა საზოგადოებრივი წრეების წარმომადგენლები ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან. წინასწარი გათვლებით, „ემეგობრე მემკვიდრეობის“ პარტნიორთა წრე 30 000-მდე წევრს გააერთიანებს, რომელთა წლიური საწევრო შენატანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კომპლექსური რეაბილიტაციისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს შექმნის.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*