
ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის პროცესში ახალი პარტნიორი ერთვება
VII, VIII, IX კლასების ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პროცესში კიდევ ერთი ორგანიზაცია – პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – ჩაერთვება, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტამენტის ექსპერტებთან ერთად, სამოქალაქო განათლების სტანდარტზე ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით იმუშავებს.
თანამშრომლობის ფარგლებში გარდა სტანდარტზე მუშაობისა, გათვალისწინებულია საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსების მომზადება მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის; ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ჩატარება 15 საპილოტე სკოლაში შემდეგ საკითხებზე: ბავშვის უფლებების დაცვა, ურთიერთობა პოლიციასთან, სასამართლოსთან, როგორ უნდა მიმართოს მათ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს და ა.შ.
აღნიშნული აქტივობები განხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით არსებული პროექტის – მართლმსაჯულების მისაწვდომობის უფლება ბავშვებისთვის – ფარგლებში.