ქართული ენის სწავლების კურსი სადახლოსა და იორმუღანლოში მცხოვრებმა 36-მა აზერბაიჯანულენოვანმა მოქალაქემ გაიარა, დღეს კი, მათ ენის ცოდნის დამადასტურებელიშესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ, რომელთაც იუსტიციის სასწავლო ცენტრი ექსკლუზიურად გასცემს.
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, სასწავლო ცენტრი ეროვნული უმცირესობებისთვის განკუთვნილ ქართული ენის კურსებს 2015 წლიდან ატარებს. სწავლებისმიზანია, ენობრივი ბარიერების შემცირებით ხელი შეუწყოს არაქართულენოვანი მოქალაქეების ინტეგრაციას თანამოქალაქეებთან, გააუმჯობესოს მათ მიერ სახელმწიფო სერვისებითსარგებლობის შესაძლებლობა და ხელი შეუწყოს მათ განვითარებასა და დასაქმებაში.
ქართული ენის სწავლის შესაძლებლობა 17-დან 66 წლამდე ასაკის მოქალაქეებს მიეცათ. აღსანიშნავია, რომ მონაწილეებში ძალიან მაღალი ენთუზიაზმი გამოიწვია ქართული ენისსერტიფიკატის მიღების შესაძლებლობამ, რადგან მისი წარდგენა მათ შეუძლიათ პოტენციურ დამსაქმებელთან ენის ფლობის დონის დადასტურების მიზნით.
სწავლების საწყის ეტაპზე მონაწილეებს ჩაუტარდათ ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი პრეტესტი, მიღებული შედეგების გათვალისწინებით კი, შეირჩა შესაბამისისახელმძღვანელო, რომლითაც სასწავლო ცენტრის ტრენერები წარმართავდნენ მეცადინეობებს.
სერტიფიკატების გადაცემა თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრში მოხდა. ღონისძიებას სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, სოსო გიორგაძე და პარტნიორიორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, სწავლება სადახლოსა და იორმუღანლოში არსებულსაზოგადოებრივ ცენტრებში (http://centri.gov.ge/ge/ centers ) მიმდინარეობდა. 2015 წლიდან ენის კურსი 256-მა მონაწილემ გაიარა შემდეგ სოფლებში: სადახლო, იორმუღანლო, სართიჭალა, ყვარელწყალი, კაზრეთი, კაბალი და ფოკა.