Skip to Content

ეთნომუსიკოლოგიის ევროპული სემინარი – ESEM – 2017

ეთნომუსიკოლოგიის ევროპული სემინარი – ESEM – 2017

Be First!

5-9 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ეთნომუსიკოლოგიის ევროპულ სემინარს – ESEM – 2017 უმასპინძლებს. სემინარში, რომლის თემაა „ეთნომუსიკოლოგია 21- ე საუკუნეში“, მონაწილეობს 51 მეცნიერი მსოფლიოს 19 ქვეყნიდან, მათ შორის, 8 – საქართველოდან. ESEM – 2017 თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილის ფარგლებში იმართება.

სემინარის ფარგლებში ჩატარდება ქართული და იტალიური ტრადიციული მუსიკის კონცერტი, ასევე, რაჭული და გურული სიმღერის უორქშოფები სემინარის მონაწილეებისათვის. დაგეგმილია აგრეთვე, საქართველოს ღირსშესანიშნაობების, მათ შორის – ანანურისა და მცხეთის მონახულება.

ESEM – ამ დარგის საერთაშორისო პრესტიჟული ორგანიზაციაა, რომელიც ყოველწლიურად ევროპის რომელიმე ქვეყანაში აწყობს სემინარს კონფერენციის სახით. სხვადასხვა დროს სემინარი ჩატარდა ევროპის 32 ქვეყანაში და იგი ეთნომუსიკოლოგიის ყველაზე აქტუალურ პრობლემებს ეძღვნება.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის ცენტრი ESEM საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია და 2002 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ, კონსერვატორიაში, ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმებს მართავს.

ESEM-2017-ისათვის მზადება 2016 წლის ბოლოდან მიმდინარეობს, შეიქმნა ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტი, რომელსაც ცენტრის დირექტორი, პროფესორი რუსუდან წურწუმია ხელმძღვანელობს.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*