Skip to Content

ევროკავშირიდან გამობრუნებული საქართველოს მოქალაქეების სტატისტიკა

ევროკავშირიდან გამობრუნებული საქართველოს მოქალაქეების სტატისტიკა

Be First!

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლაზე უარი 3 თვეში საქართველოს 146 მოქალაქეს ეთქვა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსის” მიერ შსს-დან გამოთხოვილ სტატისტიკურ მონაცემებშია ნათქვამი. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საზღვრის გადაკვეთის უფლება საქართველოს აღნიშნულ მოქალაქეებს 28 მარტიდან 2 ივლისის ჩათვლით არ მიეცათ.

შსს-ში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, რამდენმა ადამიანმა ისარგებლა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით და რამდენი ადამიანი დაბრუნდა ქვეყანაში 90-დღიანი წესების დაცვით.

საქართველო შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით 2017 წლის 28 მარტიდან სარგებლობს. საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ 27 სახელმწიფოში და რამდენიმე არაწევრ ქვეყანაში შესვლა და 90 დღით გაჩერება, ვიზის გარეშე შეუძლიათ.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*