Skip to Content

ევროკავშირი ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. არჩევნებს და რეფერენდუმს არ აღიარებს

ევროკავშირი ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. არჩევნებს და რეფერენდუმს არ აღიარებს

Be First!

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 9 აპრილს დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებს ევროკავშირი.

ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

„ევროკავშირი არ სცნობს იმ ჩარჩოებს, რომლის ფარგლებში 9 აპრილს სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი გაიმართება“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*