Skip to Content

ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს

ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს

Be First!

ევროკავშირი საქართველოს მხარდასაჭერად ახალ ჩარჩო-პროექტზე  მუშაობს. ევროკავშირის 49 მილიონ ევროიანი  საბიუჯეტო და ტექნიკური დახმარება, რომელიც პროექტის ფარგლებში საქართველოსთვის გამოიყოფა,  ძირითადად,  ეკონომიკური და საბაზრო შესაძლებლობების განვითარებაზე იქნება კონცენტრირებული და მიმდინარე პროგრამის (27 მილიონ ევროიანი საბიუჯეტო მხარდაჭერის პროექტი)  გამოცდილებას დაეფუძნება.

პროგრამა 2018 წელს ამოქმედდება და მის განხორციელებაში ჩართული იქნება 4 სამინისტრო: განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე ეკონომიკის სამინისტროები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამინისტროებთან სამუშაო შეხვედრები. ერთ-ერთი სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლებთან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, მინისტრის პირველი მოადგილის ქეთევან ნატრიაშვილის მონაწილეობით გაიმართა.

ახალი პროექტი იქნება უფრო ფართო სპექტრის და მოემსახურება უნარ-ჩვევების განვითარებას შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. პროგრამის მიზანია დასაქმებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, რათა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ  თვითდასაქმება ან, უკვე არსებული სამუშაო ადგილების პირობებში, მოერგონ მოთხოვნებს და დასაქმდნენ. პროგრამა ასევე დაეხმარება დასაქმებულ პირებს აიმაღლონ კვალიფიკაცია.

ევროკავშირის პროგრამის ძირითადი პრიორიტეტებია: აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკის შემუშავება, ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიების პროგნოზირება, პროფესიული ორიენტაცია და კონსულტირება, საჯარო დასაქმების სერვისების განვითარება, პროფესიული განათლების განვითარება, მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის ხელშეწყობა, განათლების ხარისხის უზრუნველყოფა, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება და კერძო-საჯარო პარტნიორობა, მასწავლებელთა მომზადება-გადამზადება, სამეწარმეო სწავლება და საკვანძო კომპეტენციების განვითარება.

49 მილიონ ევროიანი გრანტი ეძლევა საქართველოს მის მიერ პრიორიტეტად დასახული მიზნების განსახორციელებლად და იმ აქტივობებისთვის, რომელიც გაწერილია შესაბამის სტრატეგიებში და სამოქმედო გეგმებში 2018 წლიდან შემდეგი 5 წლის განმავლობაში.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*