Skip to Content

ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც ცხოვრების უფლების მიღების შესაძლებლობას დაჩქარებული წესით გვაძლევენ

ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც ცხოვრების უფლების მიღების შესაძლებლობას დაჩქარებული წესით გვაძლევენ

Be First!
by August 12, 2017 Social

12. ბულგარეთი – 500 ათასი ევროს ოდენობის დეპოზიტი ბულგარეთის ხელისუფლების საობლიგაციო პორტფელზე 5 წლის განმავლობაში სრულიად საკამარისია იმისთვის, რომ ქვეყანაში ცხოვრების უფლების მოპოვებაზე პრეტენზია გქონდეთ.

11 საბერძნეთი – ეგრეთ წოდებული “დ” ვიზის მიღების შემდეგ, ინვესტორებს შეუძლიათ საბერძნეთში ცხოვრების უფლების მოპოვებისთვის აპლიკაციის შევსება, თუმცა, ამისთვის კიდევ 250 ათასი ევროს ოდენობის ქონების შეძენა გახდება საჭირო.

10. კვიპროსი – ხმელთაშუა ზღვის ეს კუნძული, ქვეყანაში ცხოვრების უფლების მქონე ბიზნესმენებს დაბალ საკორპორაციო გადასახადს სთავაზობს, რაც 12,5%-ს შეადგენს, მაგრამ იმისთვის რომ ცხოვრების უფლება მოიპოვო, სულ მცირე 300 000 ევროს ოდენობის ქონება უნდა შეიძინო.

9. მონაკო – მონაკოს მოქალაქეები თავისუფლები არიან შემოსავლის, მოგებისა და კაპიტალის დაგროვების გადასახადისგან. შენგენის ზონაში კი უვიზო რეჟიმით სარგებლობენ.

8. ჯერზი – კუნძული ჯერზი მიმზიდველია დაბალი საგადასახადო სისტემისა და რბილი კლიმატის გამო. ცხოვრების უფლებისა და შემდგომი მოქალაქეობის მისაღებად ყოველწლიურად, 125 ათასი ფუნტის გადახდა იქნება საჭირო და ხელმისაწვდომია მხოლოდ მათთვის ვინც 625 ათას ფუნტზე მეტს გამოიმუშავებს.

7. გაერთიანებული სამეფო – გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეობის მიღება იაფი ნამდვილად არ არის, მაგრამ ის მიმზიდველია მდიდარი ოჯახებისთვის, ვისაც კარგი კერძო განათლების მიღებაც სურს. მოქალაქეობის პროგრამის დასაკმაყოფილებლად 2 მილიონი, 5 მილიონი და 10 მილიონი ფუნტის ინვესტირება მოგიწევთ.

6. ლატვია – ლატვიაში ცხოვრების დროებითი უფლების მისაღებად მსურველმა 250 ათასი ევროს ღირებულების უძრავი ქონება უნდა შეიძინოს.

5. ესპანეთი – ესპანეთსა და პორტუგალიას ცხოვრების უფლების მოპოვების ერთნაირი პროგრამა აქვთ, რაც იმას ნიშნავს რომ მსურველმა 500 ათასი ევროს ღირებულების სახლები უნდა შეიძინოს ან სახელმწიფო ვალში 2 მილიონი ევროს ინვესტირება განახორციელოს.

4. მალტა – მალტას მუდმივი მაცხოვრებლებისთვის დაბალი, 15%-იანი საგადასახადო სისტემა აქვს, ცხოვრების უფლების მოპოვება კი არც ისე რთულია, მსურველმა 275 ათასი ევროს ღირებულების ქონება უნდა შეიძინოს.

3. პორტუგალია – პორტუგალში ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად მსურველმა უნდა შექმნას სულ მცირე 10 სამუშაო ადგილიანი ბიზნესი, გადარიცხოს 1 მილიონი ევრო პორტუგალიის ბანკში ან იყიდოს 500 ათასი ევროს ღირებულების სახლი.

2. ბელგია – ბელგიის ცხოვრების უფლების მოპოვების აპლიკაციის შევსებას სულ მცირე 2 თვე დასჭირდება.

1. ავსტრია – ავსტრია ცხოვრების უფლების მოპოვების 10 სხვადასხვა სახეობას გვთავაზობს, რომელსაც ინვესტიციის ანხორციელება არ სჭირდება.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*