
ევროპა ნოსტრას ჯილდო კიდევ ერთ ქართულ პროექტს
ტრადიციული რეწვის ინიციატივამ საქართველოში 2017 წლის ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი პრიზი/ევროპა ნოსტრას ჯილდო მოიპოვა.
ევროკომისიამ და ევროპა ნოსტრამ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების – ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზის / ევროპა ნოსტრას ჯილდოს 2017 წლის მფლობელები გამოავლინეს. ტრადიციული რეწვის ინიციატივა საქართველოში წლევანდელ გამარჯვებულთა შორისაა.
ამ თემასთან დაკავშირებით, 6 აპრილს, კულტურის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და „ევროპა ნოსტრა საქართველოსა“ და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი – მაკა დვალიშვილი გაუძღვნენ.
5 აპრილს ევროპა ნოსტრას ჟიურის მიერ განხილული 39 ქვეყნის სხვადახვა ორგანიზაციისა და ინდივიდებისგან მიღებული 202 განაცხადიდან, კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ევროპული ჯილდო ევროპა ნოსტრა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა, საქართველოში ტრადიციული რეწვის კვლევის, დაცვის, განვითარებისა და სფეროს სოციალური ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფისთვის მოიპოვა – ნომინაციაში „ფორმალური და არაფორმალური განათლება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება“.
2017 წელს ევროპა ნოსტრას მიერ მთლიანობაში 39 ქვეყნის 202 მონაწილეს შორის 18 ევროპული ქვეყნის 29 ლაურეატი გამოვლინდა.
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა ევროკავშირის დაფინანსებით გასული 5 წლის განმავლობაში ჩაატარა ტრადიციული რეწვის დარგის სოციალურ ეკონომიკური კვლევა, შეიმუშავა სფეროს განვითარების რეკომენდაციები და სამოქმედო გეგმა; საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით ჩაატარა რამდენიმე ასეული ტრენინგი და მასტერკლასი 300ზე მეტი ოსტატისთვის; საქართველოს 22 რეგიონში და თბილისში აამოქმედა და გახსნა ხელნაკეთი ნივთების 22 სახელოსნო, რომლის ოსტატებს ცალკე ვალდებულებით დააკისრა საკუთარი ცოდნისა და ძველი ტრადიცების გადაცემა ახალი თაობისთვის.
პროექტის დასკვნით ნაწილში ჩატარდა პირველი ტრადიციული რეწვისა და დიზაინის საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი 2016“, რომელიც მსოფლიოს ხელნაკეთი ნივთების საერთაშორისო ბაზრობების ფორმატში განხორციელდა, მსოფლიოს მთავარი არტიზანების, მარკეტოლოგებისა და დიზაინრების მონაწილებით.
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის პროექტი „ტრადიციული რეწვის განვითარება საქართველოში“ ერთადერთი პლატფორმაა სფეროს გრძელვადიანი განვითარების, რეწვის ოსტატთა სოცილურ ეკონომიკურ მდგარდობის უზრუნველყოფისთვის და ამ სფეროში საზოგადოების აზრის ამაღლებისთვის. რაც უკვე გამოვლენილი და აღიარებულია ევროპა ნოსტრას მიერ.
ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზის / ევროპა ნოსტრას ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებულების დაჯილდოვება გაიმართება 15 მაისს ფინეთის ქალაქ ტურკუს წმ. მიქაელის ეკლესიაში და მას წარუძღვებიან ევროკომისარი ტიბორ ნავრაჩიჩი და მაესტრო პლასიდო დომინგო. ცერემონიას დაესწრება 1200-მდე ადამიანი: მემკვიდრეობის სფეროს პროფესიონალები, მოხალისეები და მხარდამჭერები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე ევროკავშირის ინსტიტუციების წარმომადგენლები მასპინძელი და წევრი ქვეყნებიდან.
მოქალაქეებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობა აქვთ ხმა მისცენ – http://vote.europanostra.org/ პროექტებს პრიზის „საზოგადოების რჩეული“ მფლობელის გამოსავლენად. ხმის მიცემის დროს მათ აქვთ შანსი მოიგონ 2 კაციანი საგზური დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალზე დასასწრებად, რომელიც გაიმართება 2017 წლის 15 მაისს ფინეთის ისტორიულ ქალაქ ტურკუში. ცერემონიაზე დასახელდება გრან პრის /€10,000-იანი ფულადი პრემიის 7 მფლობელი და პრიზის „საზოგადოების რჩეული“ გამარჯვებული.
2006 წელს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი აღმოჩნდა პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, რომელმაც მოიპოვა ევროპა ნოსტრას მედალი ტიმოთესუბნის XII-XIIIსს. მონასტრის კედლის მხატვრობის უნაკლოკონსერვაციისთვის.
2015 წელს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა ორგანიზაციის საიუბილეო 20 წლისთავზე, ევროპა ნოსტრას ჟიურის გადაწყვეტილებით, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში გაწეული ღვაწლისთვის, „სპეციალური აღნიშვნის“ ჯილდო მიიღო.
ხელოვნების საერთაშოორისო ცენტრის მუშაობის შედეგად, ევროპა ნოსტრამ 2016 წელი საკუთარი წარმომადგენლობა გახსნა.
2017 ევროპა ნოსტრას წლის გამარჯვებულები:
კატეგორია – კონსერვაცია
- დიდი ბატონების სასახლის ბასტიონი როდოსში, საბერძნეთი
- თეთრი პირამიდა რომში, იტალია
- კაპ ენდეროკატის ციხესიმაგრე, მალიორკა, ესპანეთი
- კლერიგოს ეკლესია და კოშკი პორტოში, პორტუგალია კრომფორდის წისქვილი: შენობა 17, დერბშირი, გაერთიანებული სამეფო
- კუკსის ბაროკოს კომპლექსი და ბაღი, ჰრადეკ კრალოვეს რეგიონი, ჩეხეთის რესპუბლიკა
- კულტურის სასახლე ბლაჟში, ტრანსილვანიის რაიონი, რუმინეთი
- სან ხუანის მონასტრის ნანგრევების სახურავი, ბურგოსი, ესპანეთი
- უძველესი ქალაქი კართეა, კუნძული კეა, საბერძნეთი
- ფაილფჯელის მეფეთა გზა, ნორვეგია
- წმ. მარტინის ეკლესია სტარი ბროდში, სისაკთან, ხორვატია
კატეგორია -კვლევა
- ბოხის კვლების და კონსერვაციის პროექტი, ჰერტოგენბოხი, ნიდერლანდები
- “ევროპის კარნავალის მეფე”, სან მიშელ ალლადიჟი, იტალია
- როდეს საკურთხევლის კვლევის და კონსერვაციის პროექტი, ტალინი, ესტონეთი
- პირანეზის მუზეუმი, მილანი, იტალია
კატეგორია – განსაკუთრებული ღვაწლი
- ბ-ნი ზოლტან კალოსი, ტრანსილვანიის რაიონი, რუმინეთი
- ბ-ნი ფერდინანდ მედერი, ზაგრები, ხორვატია
- ბ-ნი ჯიმ კალერი, როსკომონის საგრაფო, ირლანდია
- ნორვეგიის შუქურების საზოგადოება, ნორვეგია
კატეგორია – ფორმალური და არაფორმალური განათლება, ცნობიერების ამაღლება
- ვიზუალური ხელოვნების და კვლევის ცენტრი, ნიქოზია, კვიპროსი
- ებრაული კულტურული მემკვიდრეობა: საგანმანათლებლო პროგრამა, ვარშავა, პოლონეთი
- ტრადიციული რეწვის ინიციატივა საქართველოში, თბილისი, საქართველო
- პაავო ნურმის მემკვიდრეობის პროგრამა, ტურკუ, ფინეთი
- პროექტი „კულტურული მემკვიდრეობაზე ბარიერების გარეშე წვდომა“, ბერლინი, გერმანია
- ჩეხეთის კულტურული მემკვიდრეობის საგანმანათლებლო პროგრამა, ტელცი, ვისოჩინას რაიონი, ჩეხეთის რესპუბლიკა
- ძეგლების და ისტორიული ნაგებობების სტრუქტურული ანალიზის სამაგისტრი პროგრამა, ევროპული პროგრამა, რომლის კოორდიანციაც ხორციელდება გუიმარესში, პორტუგალია
- ilCartastorie: ამბების თხრობა არქივში, ნეაპოლი, იტალია
- Erfgoedplus: მემკვიდრეობის ონლაინ პლატფორმა, ჰასსლეტი, ბელგია
- SAMPHIRE: საზღვაო მემკვიდრეობის პროექტი დასავლეთ შოტლანდიაში, გაერთიანებული სამეფო
ევროპა ნოსტრას ჯილდო ასევე გადაეცა 2 პროეტს, რომელიც განხორციელდა ქვეყნებში, რომლებიც არ არიან შემოქმედებითი ევროპის პროგრამის წევრები.
კატეგორიაში კონსერვაცია: ქილიჩ ალი ფაშას აბანო სტამბულში, თურქეთი
კატეგორაში კვლევა: ფილიპ სტერნის საათების კოლექცია, ჟენევა, შვეიცარია
დამატებითი ინფორმაცია:
ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზი / ევროპა ნოსტრას ჯილდო
ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზი / ევროპა ნოსტრას ჯილდო დაარსდა 2002 წელს ევროკომისიის მიერ და მას შემდეგ მას განახორციელებს ევროპა ნოსტრა. პროგრამა წარმოაჩენს მემკვიდრეობის კონსერვაციის, კვლევის, მენეჯმენტის, განათლების და კომუნიკაციის სფეროს საუკეთესო მაგალითებს და ამით ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის, როგორც ევროპის ეკონომიკის და საზოგადოების სტრატეგიული რესურსის როლის აღიარებას. პრიზის მხარდამჭერია ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამა.
უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში კონკურსში წარდგენილი იქნა 2720 განაცხადი 39 ქვეყნიდან. შემოსული განაცხადების რაოდენობით ლიდერობენ ესპანეთი – 498 პროექტი, გაერთიანებული სამეფო – 286 განაცხადი და იტალია -278. კატეგორიების მიხედვით ყველაზე მეტი პროექტია წარდგენილი კონსერვაციის ნომინაციაში (1606), მას მოსდევს განათლება, სწავლება და ცნობიერების ამაღლება (457), კვლევა (340) და ბოლოს, განსაკუთრებული ღვაწლი (317).
გამარჯვებულთაგან 95 პროექტს გადაეცა გრანპრი – 10000 ევროს ფულადი პრემია.
ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზი / ევროპა ნოსტრას ჯილდო საუკეთესო პრაქტიკების წარმოჩენის, გამოცდილების გაზიარების და საერთაშორისო კავშირების დამყარების გზით აძლიერებს კულტურული მემკვიდრეობის სექტორს ევროპაში. იგი ასევე ეხმარება გამარჯვებულებს დაფინანსების მოპოვებასა და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდაში. პრიზი ასევე ხელს უწყობს ჩვენი საერთო მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ფართო საზოგადოებაში.
ევროპა ნოსტრა
ევროპა ნოსტრა-წარმოადგენს საზოგადოებრივი ორგანიზაციების პანევროპულ ფედერაციას, რომელსაც მხარს უჭერენ როგორც კერძო კომპანიები, ასევე საჯარო დაწესებულებები და ინდივიდები. ორგანიზაციააერთიანებს ევროპის 40 ქვეყანას და მიზნად ისახავს ევროპის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვას. ევროპა ნოსტრა დაარსდა 1963 წელს და დღეისთვის იგი ყველაზე წარმომადგენლობითი ევროპული ქსელია. ორგანიზაციის პრეზიდენტია მსოფლიოში ცნობილი ოპერის მომღერალი და დირიჟორი პლასიდო დომინგო.
ევროპა ნოსტრა პროგრამის „საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლი“ ფარგლებში ახორციელებს ევროპაში განადგურების პირას მყოფი ძეგლების და ლანდშავფეტბის გადარჩენის კამპანიას. იგი წარმოაჩენს სფეროს მიღწევებს ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზის / ევროპა ნოსტრას ჯილდოს მეშვეობით. ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპულ ინსტიტუციებთან და ევროპული მემკვიდრეობის ალიანსთან 3.3, რითაც თავისი წვლილი შეაქვს მემკვიდრეობის სფეროში ევროპული სტრატეგიებისა და პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში.
შემოქმედებითი ევროპა
შემოქმედებითი ევროპა-წარმოადგენს ევროკავშირის ახალ პროგრამას, რომელიც მიმართულია კულტურის და შემოქმედებითი სექტორების გაძლიერებისკენ. პროგრამის 2014-2020 წლების ბიუჯეტს €1.46 მილიარდიშეადგენს. შემოქმედებითი ევროპა მხარს უჭერს ორგანიზაციებს რომლებიც მოღვაწეობენ კულტურული მემკვიდრეობის, საშემსრულებლო ხელოვნების, სახვითი ხელოვნების, ინდერდისციპლინარული ხელოვნების, საგამომცემლო, კინოინდუსტრიის, ტელევიზიის, მუსიკის და ვიდეო თამაშების სფეობში, ასევე ათობით ათას მხატვარს, კულტურის და აუდიოვიზუალური ხელოვნების პროფესიონალს. დაფინანსება მათ შესაძლებლობას აძლევთ განავრცონ თავიანთი მოღვაწეობა მთელი ევროპის მასშტაბით, მოიზიდონ ახალი აუდიენცია და განავითარონ თავიანთი უნარები.