Skip to Content

ფესტივალი One Caucasus 2017 წერაქვში აგვისტოში გაიმართება

ფესტივალი One Caucasus 2017 წერაქვში აგვისტოში გაიმართება

Be First!

ფესტივალი სიმბოლურად ტარდება საქართველოს ტერიტორიაზე, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრების მიმდებარედ.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საერთაშორისო ფესტივალი One Caucasus 2017 მარნეულის რაიონის ქართულ სოფელ წერაქვში 24-27 აგვისტოს მეოთხედ ჩატარდება.

ფესტივალის მთავარი მიზანია — კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდობისათვის ხალისიანი, მშვიდობიანი და უსაფრთხო სივრცის შექმნა.

One Caucasus 2017-ზე საკუთარი მონაწილეები წარადგინეს საქართველომ, აზერბაიჯანმა, სომხეთმა, პოლონეთმა და სენეგალმა.

აზერბაიჯანის მხარეს წარმოადგენს მუსიკალური კოლექტივები — Ahmedowsky Trio, Yogaddin-ი, Bays boys group-ი, Les gardiens du silence-ი და Natig Rhythm Group-ი. სომხეთს წარადგენს Jrimurmurner-ი, Marbey, Vishup Ensemble. პოლონეთსა და სენეგალს — Masala Soundsystem-ი, Psio crew და Pako Sarr-ი.

საქართველოდან ფესტივალზე წარდგებიან მუსიკალური ჯგუფები Infest-ი, Kanudosi და Gordela.

გარდა ამისა, ფესტივალის პროგრამაშია სხვადასხვა კინოჩვენებები, ხალხური რეწვის ნაწარმის ბაზრობები, სხვადასხვა თემატური სემინარები და საბავშვო ზონა.

ფესტივალ One Caucasus 2017-ზე ტრადიციულად მოეწყობა საფესტივალო სოფელი, გათვალისწინებულია უფასო კემპინგ-ზონა და უფასო ტრანსპორტი თბილისიდან.

ფესტივალ One Caucasus 2017-ზე დასწრება თავისუფალია.

 

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*