
ფინეთი გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც სკოლაში საგნების სწავლებაზე უარს იტყვის
ფინეთის განათლების სისტემა ცნობილია როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და საერთაშორისო რეიტინგებში მუდმივად ხვდება ტოპ ათეულში, თუმცა იქაურმა განათლების სისტემაზე პასუხისმგებელმა ადამიანებმა გადაწყვიტეს არ დაკმაყოფილდნენ მიღწეულით და განათლების სისტემაში რევოლუციურ ცვლილებებს გეგმავენ, ისინი აპირებენ ამოიღონ სისტემიდან საგნობრივი სწავლება, ანუ აღარ იქნება ცალკე მათემატიკის, გეოგრაფიის, ლიტერატურის ან ქიმიის გაკვეთილები, სწავლება კი კომპლექსური იქნება:
„სკოლის განათლების სისტემა მოძველდა და ხშირ შემთხვევაშიის ეფუძნება 1900-იანი წლების მოდეს, თუმცა თანამედროვე გამოწვევები სხვაგვარია და შესაბამისად ჩვენ გვჭირდება რაღაც ახალი, უფრო მისაღეი 21-ე საუკუნისათვის“ – აცხადებს განათლების დეპარტამენტის თავმჯდომარე მარიო კილონენი
კონკრეტული საგნების მაგივრად შემოღებული იქნება სისტემური სწავლება, რომელიც კონკრეტული მოვლენის ან თემის მიხედვით ამ მოვლენის მულტი დისციპლინურ გააზრებას გულისხმობს, მაგალითად: თემა „მეორე მსოფლიო ომი“ – განხილული იქნება ისტორიის, გეოგრაფიის და მათემატიკის კუთხით, თემა: „მუშაობა კაფეში“ – კი მოიცავს ინგლისური ენის, კომუნიკაციის და ეკონომიკის უნარების დახვეწას.
სისტემა დაინერგება უფროს კლასებში 16 წლის მოზარდებისათვის და მთელი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მოსწავლემ თავად აირჩიოს რომელი თემა და სფერო აინტერესებს, თავისი შესაძლებლობებიდან და ამბიციებიდან გამომდინარე, შესაბამისად არ მოუწევს მაგალითად – ფიზიკის სრული კურსის გავლა და არ ექნება განწყობა, რომ მას ეს არ სჭირდება
ასევე იცვლება მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის ტრადიციული ფორმატი, მოსწავლეები არ ისხდებიან მერხებთან იმის მოლოდინში თუ როდის გამოიძახებენ საპასუხოდ, არამედ მუშაობა და თემების განხილვა მოხდება კოლექტიურიად, მცირე სამუშაო ჯგუფებად დაყოფის გზით.
ფინეთის განათლების სისტემა ძირიტად აქცენტს სწავლების დროს აქცენტს აკეთებს კოლექტიურ მუშაობაზე, რის გამოც ცვლილებები მასწავლებლებს და მათი მუშაობის სისტემასაც შეეხება, მათ მოუწევთ კოორდინირებული მუშაობა სხვა საგნების მასწავლებლებტან, შესაბამისი გადამზადება ჰელსინკელი პედაგოგების 70%-მა უკვე გაიარა, ახალი სისტემის დანერგვის შემდეგ ისინი გაზრდილ ანაზღაურებასაც მიიღებენ.
ახალი სისტემის დანერგვა ფინეთში 2020 წლიდან არის მოსალოდნელი.