
ფოლკლორული ანამბლ – “შავნაბადას“ მიერ ვიტუოზულად შესულებული „ევროპის ჰიმნი“!
???? ქ. სტრასბურგში, 8-10 ნოემბერს, ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმის“ მონაწილეებს დიდი მუსიკალური სიურპიზი ელოდა:
? ევროსაბჭოს ცერემონიების დიდ დარბაზში განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ძირძველი ქართული პოლიფონიური მუსიკის ნოვატორული ინტერპრეტაციის მოსმენა, ფოლკლორული ანამბლის – „შავნაბადას“ მიერ ვიტუოზულად შესულებული „ევროპის ჰიმნი“!
?მაინც, რა იყო ეს?! ალბათ, ერთგვარი კულტურული შოკი!
?ძალიან გთხოვთ, ყურადღებით მოუსმინოთ!
? არ ვიცი, რა შეფასებას აძლევენ ამ გაბედულ მუსიკალურ კომპოზიციას გამოცდილი ქართველი ფოლკლორისტები?! ვერც ის წარმოვიდგინე ფანტაზიით, მოეწონებოდა თუ არა ბეთხოვენს, მისი IX სიმფონიის ფინალის ამგვარი ინტერპრეტაცია?!
? მაგრამ დავინახე, როგორ ბუნებრივად და ამაყად ჟღერდა ქართული პოლიფონია ევროპის უძველეს მიწაზე, როგორი სითამამით ისმინებოდა ფრ. შილერის ოდა “An die Freude”, თუმცა, ოდნავი ქართული აქცენტით.
? მივყვეთ სიმღერას – ფაქტიურად იწყება ბოლო ნაწილი. უკვე იმატა თვითშეფასებამ და ფინალურ ფაზაში საბოლოოდ იზეიმა მომღერალთა თავდაჯერებულობამ: დინჯად და ღირსეულად დაიწყეს „იმერული მაყრულით“ და მალევე გააგრძელეს გურული „კრიმაჭულის“ ფოიერვერკი, რომელსაც თავის დროზე აღტაცებაში მოუყვანია იგორ სტრავისკი.
? ამ ნაწილში აბსოლუტურად ვეთანხმები ანსამბლის გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ „კრიმანჭული“ სწორედ ამგვარი თავისუფალი ინტერპრეტიებისათვის იყენებოდა. ეს იყო ერთგვარი შეჯიბრი, ძვ. ბერძნული ἀγών-ი, გამძლეობისა და ფანტაზიის აფეთქებისა, მისი, რაც შეიძლება ორიგინალურად გამომჟღავნებისა!
???? ათენიდან სიყვარულით მივესალმებით და გულითადად ვულოცავთ ანსამბლ „შავნაბადას“ ამ ბრწყინვალე გამოსვლას, ჩვენი ერის უძველესი კულტურისა და თანამედროვე საქართველოს ასეთ დონეზე წარმოჩინების გამო!
ათენის “კავკასიელთა” სახელით, ავთ. მიქაბერიძე
Listen to this amazing polyphonic version of the European Anthem, sung by a Georgian ensemble called “Shavnabada” at the World Forum for Democracy in Strasbourg!
Publié par Council of Europe sur jeudi 9 novembre 2017