Skip to Content

გ. ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემია „ერთგულება“ დაჯილდოების ცერემონია

გ. ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემია „ერთგულება“ დაჯილდოების ცერემონია

Be First!

22 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა გ. ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსის „ერთგულება“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ქეთევან დუმბაძე ესწრებოდა.

იხილეთ ფოტოგალერა

კონკურსმა 8 საუკეთესო ნამუშევარი, მათ შორის კი, სამი მთავარი პრიზიორი გამოავლინა: I ადგილი – ლელა ცუცქირიძე; II ადგილი – ლევან ლორია; III ადგილი – იოსებ ჭუმბურიძე. სამივე პრიზიორს – პრემია „ერთგულება“ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო, დანარჩენი ხუთი საუკეთესო ნამუშევარის ავტორს კი, დიპლომები და სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნები გადაეცა.

დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოკლორული ანსამბლი.

გ. ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემია მინიატურის ჟანრში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პატრონაჟითა და ფონდ „კულტურათა დიალოგის“ ინიციატივით, 2014 წელს დაარსდა. კონკურსის სახელწოდება „ერთგულება“, გოდერძი ჩოხელის ერთ-ერთი მინიატურის მიხედვით შეირჩა. პრემია ყოველწლიურად გაიცემა.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*