Skip to Content

გამარჯობა, გენაცვალე! – კიევში ქართული კულტურის ფესტივალი გაიმართა

გამარჯობა, გენაცვალე! – კიევში ქართული კულტურის ფესტივალი გაიმართა

Be First!

უკრაინის დედაქალაქის მცხოვრებლები და სტუმრები საქართველოს ხალხურ შემოქმედებას გაეცნენ

კიევში ქართული კულტურის მეცხრე საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ფესტივალი უკრაინაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და სრულიად უკრაინის გაერთიანება „გეორგიას” ორგანიზებით გაიმართა. წელს ღონისძიება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წელს, საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლის იუბილესა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.

ტრადიციულად, ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ხალხური ცეკვების ანსამბლმა „იბერიელმა” და კიევის ქართული ცენტრის ფოლკლორულმა კოლექტივებმა. საზეიმო საღამო ქართულმა მუსიკალურმა ჯგუფმა „ურსამ” გახსნა, რომელიც კიევს ფესტივალში მონაწილეობის მისაღბად ეწვია.

ღონისძიების ფარგლებში ქართველი ოსტატების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართა.

საღამო უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერთა სახლში ჩატარდა.

 

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*