Skip to Content

გამოცდილება პროფესიულ განათლებაში: საქართველო საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

გამოცდილება პროფესიულ განათლებაში: საქართველო საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

Be First!

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები პროფესიული განათლების სფეროსა და სოციალური პარტნიორობის კუთხით დამსაქმებელთა ორგანიზაციების გაძლიერების საკითხებზე იმსჯელებენ.

საერთაშორისო კონფერენციაზე ხელი მოეწერება პროფესიული განათლების სფეროში სოციალურ პარტნიორთა შორის მემორანდუმს, ნათქვამიასაქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში საერთაშორისო კონფერენცია „გამოცდილება პროფესიულ განათლებაში” ოთხშაბათს, 13 მარტს გაიხსნა. კონფერენციას ექვსი ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან.

„კონფერენციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია პროფესიული განათლების სფეროში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით სოციალურ პარტნიორთა შორის (საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, საქართველოს პროფკავშირები, მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაცია, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება საქართველოში) მემორანდუმის ხელმოწერა”, – ნათქვამია განცხადებაში.

მემორანდუმის მიზანი SME სექტორისთვის განათლებისა და დასაქმების სფეროში მხარეების ერთიანი და კონკრეტული სერვისების კოორდინირებული მიწოდების შესახებ თანამშრომლობაა.

„დამსაქმებელთა ასოციაციის” ინფორმაციით, კონფერენციის მიზანია – პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენისა და მიმოხილვის კონტექსტში მხარეებმა გაიზიარონ რეგიონული და საერთაშორისო გამოცდილება. აღნიშნული მიზნის ფარგლებში მთავარი თემა იქნება – სკოლა, კოლეჯი, კომპანია, როგორც სწავლების ადგილი.

ასევე კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ დამსაქმებელთა ორგანიზაციების გაძლიერებას პროფესიული განათლების სფეროსა და სოციალური პარტნიორობის კუთხით რეგიონულ და ეროვნულ დონეებზე.

კონფერენციაზე ასევე განიხილავენ ისეთ თემებს, როგორიცაა პროფესიული განათლების როლი დასაქმების ხელშეწყობაში, პროფესიული განათლების პოლიტიკა, კერძო სექტორის, დამსაქმებლების მონაწილეობის გაზრდა პროფესიული განათლებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის და სხვა.

„დამსაქმებელთა ასოციაციის” ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობენ სომხეთის, აზერბაიჯანის, გერმანიის, ყაზახეთის, ლატვიისა და უკრაინის წარმომადგენლები. ასევე საქართველოს პროფკავშირები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, პროფესიული სასწავლებლები, სექტორული ასოციაციები და სავაჭრო პალატები.

გარდა ამისა, საკონფერენციო სივრცეში მოეწყობა აღნიშნული ქვეყნების პროექტის შედეგების სადემონსტრაციო მასალების გამოფენა.

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტი გერმანიის ხელისუფლების მხარდაჭერით 2016 წლიდან მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოში დამსაქმებელთა ასოციაცია ახორციელებს.

 

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*