Skip to Content

გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რუსული პროპაგანდა ქართულენოვანი სატელევიზიო არხების საშუალებით ვრცელდება

გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რუსული პროპაგანდა ქართულენოვანი სატელევიზიო არხების საშუალებით ვრცელდება

Be First!

NDI-ის კითხვაზე, ეთანხმით თუ არ ეთანხმებით, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს, გამოკითხულთა 47% ეთანხმება, 27% – არ ეთანხმება, ხოლო 26%-მა არ იცის.

კითხვაზე, “თქვენი აზრით, რა საშუალებებით ვრცელდება რუსული პროპაგანდა, გამოკითხულთა 39%-მა პასუხი გასცა, რომ ქართულენოვანი სატელევიზიო არხებით, 34%-მა – პოლიტიკური პარტიებით, 32%-მა – ინტერნეტითა და სოციალური მედიით, 15%-მა – არაქართულენოვანი სატელევიზიო არხებით, 14%-მა – სამოქალაქო საზოგადოებით, 6%-მა -გაზეთებით, 3%-მა – მეგობრებით და მეზობლებით; 1%-მა- ეკლესიით; 4%-მა კი არ იცის.

აღნიშნულ შეკითხვას პასუხი გასცა გამოკითხულთა იმ 47%-მა, რომელიც ეთანხმება, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს.

კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,493 რესპონდენტი გამოიკითხა.

საშუალო ცდომილების ზღვარი+/-2,7%-ია.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*