მინისტრის განცხადებით, “გერმანიაში ბავშვების დაახლოებით 30% ამთავრებს 12 კლასს იმიტომ, რომ ყველას არ აქვს საშუალება, რომ 12 კლასი დაამთავროს.
“ასევე ყველას არ აქვს ამის მოტივაცია. რას აკეთებენ დანარჩენები? დაახლოებით მე-9 კლასიდან მიდიან პროფესიული განათლების მიმართულებით. ჩვენთან უმაღლესი განათლების გადაჭარბებული პოპულარობაა. მიუხედავად იმისა, ახლაგაზრდა კარგად სწავლობს, ცუდად სწავლობს, ავლენს აკადემიურ უნარებს, არ ავლენს, მაინც ცდილობს, რომ სრული 12 კლასის ატესტატი მიიღოს და უმაღლესში გააგრძელოს სწავლა. ამ შემთხვევაში განსხვავება გერმანიასთან ის არის, რომ ბავშვები, რომლებიც იქ ვერ ცააბარებდნენ ამ გამოცდას, აღარ გადიან მასზე და ირჩევენ ალტერნატივას. გრძელვადიან პერსპექტივაში, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთან პროფესიული განათლების პოპულარობა იზრდება და ყოველ ქწელს მეტი ახალგაზრდა გადაწყვეტს, რომ მეტი ენერგგია დაახარჯონ პრაქტიკულ უნარებს, რაც შრომით ბაზარზე გამოადგებათ. რაც უფრო მეტი მოსწავლე შეეცდება, რომ წავიდეს პრაქტიკული უნარების განვითარების მიმართულებით, მით ნაკლებად იქნება ეს პრობლემა. ჩვენ გვაქვს სისტემა, რომელიც უმუშევრებს თავიდანვე აგენერირებს”,- განაცხადა ჯეჯელავამ.