Skip to Content

განათლების სამინისტრო საჯარო სკოლების გაძლიერების მიზნით, ახალ პროექტს იწყებს

განათლების სამინისტრო საჯარო სკოლების გაძლიერების მიზნით, ახალ პროექტს იწყებს

Be First!

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლების გაძლიერებისა და მათ შორის პარტნიორობის ხელშეწყობის მიზნით, ახალ პროექტს იწყებს.

პროექტი გულისხმობს სკოლებს შორის ფართო ფორმატის კომპლექსურ თანამშრომლობას, რომელიც მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურული რესურსით ერთობლივი სარგებლობის უფლებას, ისე, საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვაში მხარდაჭერას, პედაგოგების გაცვლით პროგრამებში ჩართვას, საგანმანათლებლო რესურსების გაზიარების მიმართულებით თანამშრომლობას და სხვ.

პროექტის ფარგლებში, თანამშრომლობის პირველი მემორანდუმი თბილისის 1 ექსპერიმენტულ სკოლასა და 162-ე საჯარო სკოლას შორის გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, პირველი ექსპერიმენტული სკოლა გაუზიარებს თავის ცოდნასა და გამოცდილებას 162-ე საჯარო სკოლას, მიაწოდებს ინფორმაციას პირველი ექსპერიმენტული სკოლის პროგრამების თაობაზე და ხელს შეუწყობს 162-ე საჯარო სკოლას მსგავსი პროგრამების დანერგვაში, სკოლის შესაბამისი კადრებისათვის თავისი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების გზით.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*