Skip to Content

განათლების სამინისტრო სასკოლო ბუფეტებში საკვების ხარისხის კონტროლს ამკაცრებს

განათლების სამინისტრო სასკოლო ბუფეტებში საკვების ხარისხის კონტროლს ამკაცრებს

Be First!

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასკოლო ბუფეტებში არსებული მდგომარეობის გამოსწორებას და ამ სფეროს რეგულირებას იწყებს, რომლის ფარგლებშიც სასკოლო ბუფეტებში არაჯასაღი საკვები აღარ გაიყიდება.

ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, სკოლის ბუფეტებში მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომია არაჯანსაღი საკვები პროდუქტები, რაც სპეციალისტების თქმით, მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სკოლებში ჯანსაღი კვების დანერგვის მიზნით, მეთოდური რეკომენდაცია შეიმუშავა, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჯანსაღი კვების პრინციპების გატარებას ითვალისწინებს. აღნიშნული რეკომენდაციის თანახმად, სკოლებში იკრძალება წასახემსებლების ჩიფსები, ე.წ სუხარიკები, ჟელიბონები, კანფეტების, შოკოლადების, გაზიანი სასმელების გარდა გაზიანი მინერალური წყლისა გაყიდვა.

ჯანსაღი საკვები ყოველდღიურ რეჟიმში დაეხმარება მოსწავლეებს კონცენტრირება საგაკვეთილო პროცესზე მოახდინონ, რაც ხელს შეუწყობს მათ მარტივად აითვისონ სასკოლო მასალა. რეკომენდაცია შეთანხმებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან.

ახალი ინიციატივის ფარგლებში, სამინისტრო, სტუდენტების ჩართულობით, აქტიურ საკომუნიკაციო კამპანიასაც იწყებს- სტუდენტები დაწერენ საკომუნიკაციო სტატეგიას ჯანსაღი კვებისთვის. სამინისტროს ჟიური შეაფასებს და მოწონებულ გუნდთან ერთად გაატარებს აქტივობებს, ამ აქტივობებში სტუდენტები დამატებით კრედიტებს მიიღებენ, ან პრაქტიკულ გამოცდილებაში ჩაერთვებიან.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*