Skip to Content

განათლების სტრატეგიის ზოგადი განათლების ნაწილის საჯარო განხილვა გაიმართა

განათლების სტრატეგიის ზოგადი განათლების ნაწილის საჯარო განხილვა გაიმართა

Be First!

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროს ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ახალ ფორმატში წარდგენის პროცესი საჯარო განხილვის ეტაპზე გადავიდა. სტრატეგიის ზოგადი განათლების ნაწილის საჯარო განხილვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა.

ერთიანი სტრატეგიის დოკუმენტის ახალი ფორმატით გადამუშავებაში ჩართული იყვნენ სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები, სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ადგილობრივი და ევროპელი ექსპერტები.

სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია ერთიანი სტრატეგიის საჯარო განხილვებში ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური ჩართულობა. შესაბამისად, კონსულტაციებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, დარგის ექსპერტებმა, პრაქტიკოსებმა და სკოლის დირექტორებმა.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*