Skip to Content

“გარდამავალი მდგომარეობა – ,,ძველიდან” ჯერ კიდევ გაურკვეველ მომავალში”- ლევან მინდიაშვილის პერსონალური გამოფენა

“გარდამავალი მდგომარეობა – ,,ძველიდან” ჯერ კიდევ გაურკვეველ მომავალში”- ლევან მინდიაშვილის პერსონალური გამოფენა

Be First!

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და Project ArtBeat წარმოგიდგენთ ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ხელოვანის, ლევან მინდიაშვილის პერსონალურ გამოფენას „აქ“ სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში.

ცნებებისა თუ ღირებულებების სიმყიფე და დღევანდელი სამყაროს გარდამავალი მდგომარეობა ,,ძველიდან” ჯერკიდევ გაურკვეველ მომავალში ˗ ეს ის კონდიციებია, რომმლებიც ცენტრალურ ადგილს იკავებენ ლევან მინდიაშვილის სახელოვნებო პრაქტიკაში. თავადმასალის თუ შესრულების ხერხების არჩევანიც გარდამავალ, შუალედურ მდგომარეობებზე აკეთებს აქცენტებს და ჩვენი აღქმის ილუზორულ მექანიზმებს აყენებს კითხვის ქვეშ: ბეტონის ნარჩენებს მიმსგავსებული პიგმენტირებული თაბაშირის ქანდაკებები ფერწერის ელემენტებს იყენებენ ფერადინეონის ნათურების საშუალებით, ხოლო დაპიქსელებული, ძველი ფოტოს იმიტირებული, აკრილის საღებავით შესრულებული ფერწერული ტილოები კი, სამგანზომილებიან ობიექტებად გარდაიქმნებიან. ისინი მთლიანობაში ერთ ინსტალაციად იკვრება, სადაც არქიტექტურული დაბუნების ელემენტები სამყაროს ციკლურობას, თუ მუდმივ დენადობას შეგვახსენებენ და აწმყოს – ,,აქდა ახლას“ ˗ მატერიალური განცდის მცდელობას წარმოადგენენ.

ლევან მინდიაშვილმა განათლება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და ბუენოს-აირესის ხელოვნების ნაციონალურ უნივერსიტეტში მიიღო. მის ჯილდოებს შორის აღსანიშნავია: ,,გრანტი საჯარო ხელოვნებისთვის“ National Endowments for Arts (ნიუ-იორკი, 2014) და ,,ახალგაზრდა ხელოვანი” Movistar Arte Jóven (ბუენოს-აირესი, 2011). ამჟამად ის მოწვეული პროფესორია თავისუფალი უნივერსიტეტის ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ჯგუფურ გამოფენაში, ინსტიტუციებსა თუ გალერეებში, მათ შორის: თანამედროვე ხელოვნების გალერეა ˗ საქართველოს ეროვნული მუზეუმი (თბილისი), არსენალე (კიევი), ტარტუს ხელოვნების მუზეუმი(ტარტუ), The Lodge Gallery (ნიუ იორკი), ლიტერატურის მუზეუმი (თბილისი), Clemente Soto Center (ნიუიორკი), ODETTA (ბრუკლინი). მის უახლეს პერსონალურ გამოფენებს შორის აღსანიშნავია გამოფენებიაბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში (თბილისი), The Lodge Gallery (ნიუ იორკი), The Vazquez Building (ბრუკლინი), Kunstraub99 (კიოლნი).

გამოფენა ორგანიზებულია Project ArtBeat-ის მიერ. პროექტის მიზანია ქართული ხელოვნების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა და საქართველოს რეგიონებში კულტურული აქტივობების მხარდაჭერა. პროექტი ხორციელდება ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის  და  სახელოვნებო ორგანიზაცია „პროპაგანდას” მხარდაჭერით.

 

გახსნაკვირას, 30 ივლისს, 15:00 საათზე.

 

გამოფენის ხანგრძლივობა: 30 ივლისი – 10 სექტემბერი, 2017

 

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*