Skip to Content

გახმაურებული ქართული ფილმის „დედე“-ს პრემიერა ათენში.

გახმაურებული ქართული ფილმის „დედე“-ს პრემიერა ათენში.

Be First!

გასულ კვირას, ათენის ერთ-ერთ ცენტრალურ კინო-თეატრში ახალი ქართული ფილმის “დედე“-ს ოფიციალური ბერძნული პრემიერა ჩატარდა. სცენარის ავტორი და რეჟისორი გახლავთ უკვე საკმაოდ სახელმოხეჭილი მარიამ ხაჭვანი, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორებმა ამ დღისთვის სპეციალურად მოიწვიეს.

პრემიერას წინ უძღოდა საქართველოს კულტურის მცირე პრეზენტაცია, რომელიც გახსნა მასპინძელმა, კინოთეატრის დირექტორმა, ბატონმა ველისარიოს კოსივაკისმა, შემდეგ – დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საქართველოს ელჩი.
ამას მოსდევდა მარიამ ხაჭვანის საოცრად გულწრფელი და მოკრძალებული გამოსვლა, რითაც ბერძნების დიდი სიმპათია დაისმსახურა.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო სვანეთის კულტურაზე და ტრადიციებზე საუბარი, საერთო ბერძნულ-ქართულ კულტურულ-ისტორიული ურთიერთობების მცირე მიმოხილვა, რომელიც წარმოგვიდგინა ცნობილმა ელინისტმა, ბატონმა ავთანდილ მოქაბერიძემ.
ხოლო ფილმის გაშვების წინ, „კავკასიის“ ახალგაზრდულმა ვოკალურმა ანსამბლმა შესანიშნავად შეასრულა „სვანური ნანა“, რომლის შემდეგ დაიწყო ფილმის სეანსი. ამ დროს, ჯერ კიდევ კარებში ვიდექი და ადამიანებს საკუთარ ადგილებს ვუთითებდი. დარბაზს გადავხედე და გული ამიჩქარდა. ეს სიხარული იყო, დარბაზში ერთი ადგილიც კი არ იყო თავისუფალი, ადამიანები კი მოდიოდნენ და მოდიოდნენ. ბოლოს სკამები ვითხოვეთ და დარბაზში დამატებით განვალაგეთ. ფეხზე მდგომებს ადგილებიც მოვუძებდნეთ. ქართულ-ბერძნული საზოგადოება და მათ შორის საბერძნეთის ელიტის არაერთი ცნობადი სახე, რამდენიმე ცნობილი რეჟისორი, მხატვარი, ჟუნრნალისტი, რამდენიმე ბერძენი და უცხოელი დიპლომატი. ბუნებრივია, ასევე ფილმის პრემიერას ესწრებოდა საქართველოს საელჩოს დიპლომატიური კორპუსი, სრული შემადგენლობით, და კიდევ არაერთი საინტერესო სტუმარი.

აღსანიშნავია, რომ ამ ფილმს 20-მდე საერთაშორისო პრემია აქვს უკვე აღებული სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ბუნებრივია, მარიამ ხაჭვანი ყოველ ჯერზე ჩადიოდა. მაგრამ როგორც მან აღნიშნა, ამდენი სიყვარული ემოციები და სითბო, როგორიც საბერძნეთში მიიღო, არსად ყოფილა. მას თან მიჰყვება ჩვენი ემიგრანტების კეთილი, ღიმილიანი სახეები.

მარიამს მისი ახალგაზრდა ასისტენტი ახლდა თან – ანი უშხვანი, გოგონა რომელიც მოძრავი სიყვარულია, მომღერალი ბულბული. არაერთი საღამო გაგვილამაზა მისი ტკბილი ხმით, უგემრიელესი კუბდარიც კი დაგვიმზადა. და ბოლოს დავამატებ, ამ დიდი ღონისძიებისა და წარმატებული დღეების ორგანიზატორი და მასპინძელი იყო ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი “კავკასია”, მისი თანამშრომლები და ნიჭიერი აღსაზრდელები.

ფილმი სვანურ-ქართულ ენაზეა, სათანადო ბერძნული ტიტრებით. სვანურიდან თარგმნაში ბოლომდე დაიხარჯა და დაგვეხმარა ქალბატონი ლელა საღლიანი, ცნობილო პოეტის ერეკლე საღლიანის დაი.
ჟურნალისტებთან და ზეპირ თარჯიმნობაში სრულიად უანგაროდ იმუშავეს ქალაბატონებმა ვერიკო ქაროსანიძემ და ვერიკო მგელაძემ. დიდი მადლობა თითეულ მათგანს, გაწეული დახმარებისათვის!

იხილეთ ფოტოები:

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*