Skip to Content

გერმანიაში უცხოელების მიერ ჩადენილი დანაშაულიდან საქართველოს მოქალაქეებზე 1.1% მოდის

გერმანიაში უცხოელების მიერ ჩადენილი დანაშაულიდან საქართველოს მოქალაქეებზე 1.1% მოდის

Be First!

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2016 წლის პერიოდში ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის მიხედვით, უცხოელების მიერ 616, 230 დანაშაულიდან, საქართველოს მოქალაქეებზე 6,541 დანაშაული მოდის (1.1%).

აღნიშნული მაჩვენებლით, პირველ სამეულში შედიან თურქები, რუმინელები და პოლონელები.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშში ნათქვამია, რომ 2016 წელს გერმანიაში 6,372,526 დანაშაული დაფიქსირდა. წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 0,7%-ით გაიზარდა. დანაშაულის ჩადენის სიხშირე 100,000 მოსახლეზე 7,797-დან 7,755-მდე შემცირდა.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის სტატისტიკა გუშინ გამოაქვეყნა

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*