Skip to Content

გიგა აგლაძე: თბილისში დევიდ ლინჩი ჩამოვა და კინოსკოლას გახსნის

გიგა აგლაძე: თბილისში დევიდ ლინჩი ჩამოვა და კინოსკოლას გახსნის

Be First!

რეჟისორი გიგა აგლაძე, რომელიც დევიდ ლინჩის ფონდის საქართველოს და აზერბაიჯანის წარმომადგენლობის პრეზიდენტად დაინიშნა, ამბობს, რომ სულ მალე საქართველოში ჰოლივუდის ყველა ის ვარსკვლავი ჩამოვა, რომელთა ნახვაც აქამდე მხოლოდ კინოეკრანზე შეგვეძლო.

მისივე თქმით, სამომავლოდ იგეგმება უნივერსიტეტის შექმნაც, სადაც დაინტერესებულ პირებს საკუთარ სფეროში წარმატებულ ადამიანებთან შეხვედრის საშუალება ექნებათ.

”ვისაც კინემატოგრაფიასთან რაიმე ტიპის შეხება აქვს, მან კარგად იცის თუ ვინ არის დევიდ ლინჩი. პირველად მოხდა ის, რომ გაიხსნა ასეთი ფონდი, რომელსაც მხოლოდ ფონდის სტატუსი არ ექნება და იმუშავებს რამდენიმე მიმართულებით – გენდერული თანასწორობის საკითხზე, ბავშვთა დახმარების და ვეტერანების რეაბილიტაციაზე. გარდა ამისა, სულ მალე გაიხსნება უნივერსიტეტი, სადაც კინოს მწარმოებლებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ დიდ ვარსკვლავებს, რომლებიც ჩვენთან ჩამოვლენ. ასევე დაიგეგმება ამერიკაში ვიზიტები და ადგილზე შესწავლა ყველაფრის. ჩვენთან ჩამოვა ყველა ვარსკვლავი, ჯიმ კერიდან დაწყებული ყველა ის მსახიობი, რეჟისორი ვისაც კარგად ვიცნობთ ეკრანიდან, რადგან ლინჩის ფონდში უამრავი კინოვარსკვლავია გაწევრიანებული. გახსნაზე აუცილებლად ჩამოვა თვითონ დეივიდ ლინჩიც, ამაზე თავიდანვე იყო მოლაპარაკებები”, – განაცხადა გიგა აგლაძემ.

აგლაძის თქმით, საქართველოში ლინჩის აკადემია ფუნქციონირებას ერთ თვეში დაიწყებს

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*