
გიორგი კვირიკაშვილი იოჰანეს ჰანს ხვდება
0
Be First!
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარს, იოჰანეს ჰანს ხვდება. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.
იოჰანეს ჰანი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და მისი ვიზიტი 6 მაისს დასრულდება. ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარი შეხვდება საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, ასევე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს.
ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია 32 მილიონი ევროს საფინანსო შეთანხმების („ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმი” Technical Cooperation Facility – TCF) ხელმოწერა, რომელიც ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.