Skip to Content

იანვარ-მაისში საქართველოდან 24,75 მილიონი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული

იანვარ-მაისში საქართველოდან 24,75 მილიონი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული

Be First!

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 41 ქვეყანაში ექსპორტირებულია 24,75 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 64%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.

საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 55,52 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც58%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

“მიმდინარე წლის იანვარ-მაისის მდგომარეობით, ღვინის ექსპორტი 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთანშედარებით 64%-ით გაიზრდა. ასევე გაზრდილია ღვინის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები და საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფიაც, რაც მიიღწევა ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მეღვინეობის დარგის შეთანხმებული ღონისძიებებითა და სწორად დაგეგმილი მარკეტინგული სტრატეგიის საფუძველზე. ექსპორტიმატება დაფიქსირდა ევროკავშირის ქვეყნების, ჩინეთის, აშშ-ს და აგრეთვე ტრადიციული ბაზრებისმიმართულებით”, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი – 160% (3234144), რუსეთი – 96% (14820976),უკრაინა – 28%(2364112), პოლონეთი – 17% (978360), ბელარუსი – 59% (416962), ლატვია – 17% (547 946), აშშ – 54% (148470), გერმანია – 18% (167 296), საფრანგეთი – 500% (89986), ისრაელი – 253% (92310), აზერბაიჯანი – 202% (77202) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი -14820976, ჩინეთი -3234144, უკრაინა – 2364112,ყაზახეთი – 1 048 195 და პოლონეთი – 978 360 ბოთლი.

ამასთან, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 5521594 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 66%-ითაღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 13,3 მლნ აშშ დოლარისღირებულების ბრენდი – მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73%-ს აღწევს.

საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 73 586 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტისზრდამ 95% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 205,2 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამგასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით 47%-ს მიაღწია.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტისექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 100,8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს -ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 64% შეადგინა.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*