Skip to Content

იაპონურ მოთხრობებზე შექმნილმა ქართულმა სპექტაკლმა ბულგარეთში გაიმარჯვა

იაპონურ მოთხრობებზე შექმნილმა ქართულმა სპექტაკლმა ბულგარეთში გაიმარჯვა

Be First!

იაპონელი მწერლის მოთხრობების მიხედვით დადგმული სპექტაკლი “სახეები” ბულგარეთში ფესტივალის პრიზიორი გახდა.

თბილისის სამეფო უბნის თეატრის სპექტაკლი, რეჟისორ დავით (დათა) თავაძის ნამუშევარი ბულგარეთში სტუდენტური თეატრების საერთაშორისო ფესტივალის „დანაილ ჩირპანსკი” პრიზიორი გახდა.

ფესტივალი Danail Chirpansky ოქტომბრის დასაწყისში ქალაქ სტარა-ზაგორაში ჩატარდა. სპექტაკლს „სახეები” ერგო პრიზი ნომინაციაში „საუკეთესო ანსამბლი”.

„სახეები” — ესაა სამეფო უბნის თეატრისა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი. სპექტაკლში მონაწილეობენ უნივერსიტეტის დრამის სამსახიობო ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტები. ჯგუფის ხელმძღვანელია თემურ ჩხეიძე.

სპექტაკლს საფუძვლად დაედო დიდი იაპონელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის იასუნარი კავაბატას რამდენიმე მოთხრობა ციკლიდან „ხელისგულისოდენა მოთხრობები”.

”უჩვეულო სიღრმით, მომნუსხველი ლიტერატურული ჟღერადობით სავსე ნოველები რეჟისორ დათა თავაძის სპექტაკლში ერთ უწყვეტ ნაკადად გადაიქცევა; ახალგაზრდა მსახიობთა ანსამბლი ცდილობს ჩაუღრმავდეს კავაბატას სიყვარულით, ტრაგიზმით, ფილოსოფიური წიაღსვლებით სავსე სამყაროს”, — ნათქვამია სპექტაკლის შესახებ თეატრის განცხადებაში.
სპექტაკლში მონაწილეობენ: ნატალია გაბისონია,ნიკა გოგიძე, ანა-მარია გურგენიშვილი, სოფიო ზერაგია, ლიკა მაისურაძე, გიორგი რაზმაძე, ლევან სარალიძე, ივა ქიმერიძე, ანასტასია ჭანტურაია, ბექა ხაჩიძე.
სპექტაკლზე მუშაობდნენ ასევე მთარგმნელი დავით გაბუნია და მხატვარი ქეთი ნადიბაიძე.
Read more: https://sputnik-georgia.com/culture/20171010/237685956/iaponur-moTxrobebze-Seqmnilma-qarTulma-speqtaklma-bulgareTSi-gaimarjva.html

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*