Skip to Content

ილიას სახლმუზეუმმა წარჩინებულ მოსწავლეებს უმასპინძლა

ილიას სახლმუზეუმმა წარჩინებულ მოსწავლეებს უმასპინძლა

Be First!

ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით ორგანიზებული ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქ ყვარელში,  ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში, წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, კახეთის გუბერნატორთან ირაკლი ქადაგიშვილთან  და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს  დირექტორთან  ზვიად როსტომაშვილთან ერთად, კახეთის რეგიონის    282  მეათეკლასელ წარჩინებულ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები გადასცეს.

წელს, საქართველოს მასშტაბით კომპიუტერებით სულ 2557 წარმატებული მოსწავლე დაჯილდოვდება.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*