Skip to Content

ინფორმატიკის ოლიმპიადიდან მედლებით დაბრუნებული ქართველი მოსწავლეები

ინფორმატიკის ოლიმპიადიდან მედლებით დაბრუნებული ქართველი მოსწავლეები

Be First!

მედლებით დაბრუნდნენ საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები გუნდის წევრები  ცენტრალური ევროპის ქვეყნების (CEOI) 24-ე ოლიმპიადიდან ინფორმატიკაში, რომელიც  სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში ჩატარდა.

სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა ისეთი მაღალი რეიტინგის მქონე ოლიმპიადაზე, რომელში მონაწილე ქვეყნებსაც არათუ ევროპაში, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც კი უძლიერესი გუნდები ჰყავთ და ყოველთვის ლიდერის პოზიციები უჭირავთ, ასეთი მაღალი შედეგები აჩვენეს: გიორგი კლდიაშვილმა (დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი, მე-11 კლასი) აბსოლუტური შედეგი აჩვენა, ორი ტურის შემდეგ ჯამში 600 შესაძლებლიდან 600 ქულა მოაგროვა და ოქროს მედალი დაიმსახურა, ალექსანდრე ხოხიაშვილმა და ვანო გამეზარდაშვილმა (კომაროვის ფიზიკა – მათემატიკური სკოლის მე-11 კლასელები) კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

სამინისტროს დაფინანსებით, საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები წელს უკვე მესამედ მონაწილეობდა ამ ოლიმპიადაში და წინა წლებში, ორივეჯერ 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო აიღო. წელს კი წინა წლებში მიღწეული შედეგები კიდევ უფრო გააუმჯობესა და ამ შედეგით საქართველო მონაწილე ქვეყნების უძლიერეს სამეულში მოხვდა, რაც უდავოდ დიდი წარმატებაა.

გუნდს ხელმძღვანელობდნენ: ლიდერი – პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი  გიორგი მანდარია და თანალიდერი  პროფესორი ზაზა გამეზარდაშვილი.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*