Skip to Content

ინკლუზიური განათლება უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში

ინკლუზიური განათლება უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში

Be First!

”მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის“ ფარგლებში განა­თ­ლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნი­ვე­რ­სი­ტე­ტის ორგანიზებით, სამეცნიერო კონფერენცია  “ინ­კ­ლუ­ზიური განათლება უმაღ­ლეს საგანმანათლებლო სისტემაში“ გაიმართა. კონფერენციის მიზანია, ხელი შე­უ­წყოს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ინკლუზიური განათლების დანერგვის, სწა­ვ­ლებისა და კვლევის საკითხებს, ასევე  სსსმ სტუდენტთა ხელშემწყობი გარემოს უზ­რუ­ნ­ვე­ლ­ყოფას უმაღლეს საგანმანათლებლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბში.

კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა გახსნა. კონფერენციის მუშაობაში ასევე  ჩართული იყო,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სო­ხუ­მის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნი­ვე­რ­სი­ტე­ტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*