Skip to Content

იორდანიასა და საქართველოს შორის ტურიზმის სფეროში ხელშეკრულება გაფორმდა

იორდანიასა და საქართველოს შორის ტურიზმის სფეროში ხელშეკრულება გაფორმდა

Be First!

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის იორდანიაში ვიზიტის ფარგლებში, იორდანიასა და საქართველოს შორის ტურიზმის სფეროში ხელშეკრულება გაფორმდა.

“ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი იორდანიასა და საქართველოს შორის ტურიზმის პერსპექტივებთან დაკავშირებით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა მისი დელეგაციის დღევანდელი ვიზიტი კარგი ბიძგია ტურიზმის სფეროში ურთიერთობების გააქტიურების შესახებ დიალოგის დასაწყებად. დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს, რომელიც გასაზღვრავს ჩვენს ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარების გზებს. ჩვენი საუბარი შეეხო ისეთ საკითებს, როგორიცაა ავიარეისების სიხშირის გაზრდა, ორივე ქვეყნის პოპულარიზაცია, მედიის სფეროში კონტაქტებისა და კავშირების დამყარება ჩვენი ქვეყნების ხილვადობის ამაღლების მიზნით. ასე რომ, არსებობს კონკრეტული გზები, რომლებითაც ჩვენ ვგეგმავთ ტურიზმის გააქტიურებას საქართველოსა და იორდანიას შორის. ტურისტების რაოდენობა მცირეა. როგორც თქვენმა პრემიერ-მინისტრმა ბრძნულად განაცხადა, ჩვენ გვაქვს კარგი სიახლე და ცუდი სიახლე. ცუდი ის არის, რომ ტურიზმის სტატისტიკა დაბალია. კარგი კი ის არის, რომ ამ საწყისი წერტილიდან მხოლოდ წინსვლაა შესაძლებელი. ასე რომ, გვაქვს იმედი, რომ მომავალში სტატისტიკა ორივე მხარისთვის დამაკმაყოფილებელი იქნება. ვსარგებლობ ამ შემთხვევით, როცა ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხსენებულ შეთანხმებას, რათა მოვიწვიო ქართველები იორდანიაში. ჩვენ არ დავაყოვნებთ და გეწვევით საქართველოში”,- განაცხადა იორდანიის ტურიზმის მინისტრმა.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*