Skip to Content

ჟვანიას სკოლამ კონკურსში “მეგობრობა და ვეფხისტყაოსანი” გამარჯვებულები გამოავლინა

ჟვანიას სკოლამ კონკურსში “მეგობრობა და ვეფხისტყაოსანი” გამარჯვებულები გამოავლინა

Be First!

მეგობრობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჟვანიას სკოლამ კონკურსი “მეგობრობა და ვეფხისტყაოსანი” ჩაატარა. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამაში ჩართულმა მსმენელებმა.

კონკურსი “მეგობრობა და ვეფხისტყაოსანი” facebook-გვერდზე მიმდინარეობდა და 25 ივლისს დასრულდა.

დღეს ორი გამარჯვებული გამოვლინდა – სათიკ აგაიანი და ვახტანგ აგაჯანიანი. სათიკი ნინოწმინდის სასწავლო ცენტრის მსმენელია, მან მოწონებების ყველაზე მეტი რაოდენობა დააგროვა, ხოლო ვახტანგი წალკის რეგიონულ სასწავლო ცენტრში ეუფლება ქართულ ენას, იგი ჟიურის რჩეული გახდა. გამარჯვებულებს საჩუქრად გადაეცათ მოოქროვილი “ვეფხისტყაოსანი”, ილუსტრირებული სერგო ქობულაძის მიერ, და სკოლის ბრენდირებული სასაჩუქრე ნაკრები.

ჟვანიას სკოლა ულოცავს სათიკსა და ვახტანგს გამარჯვებას და უსურვებს მათ წარმატებას, ხოლო დანარჩენ კონკურსანტებს მადლობას უხდის მონაწილეობისთვის.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*