Skip to Content

კახეთში ოთხ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

კახეთში ოთხ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

Be First!

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 400-ზე მეტი ისტორიული ობიექტია, აქედან 145 კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე ოთხ ეკლესიას  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ეკლესიები სოფელ ვაზისუბანში მდებარეობს.  ძეგლის სტატუსი მიენიჭა – ვაზისუბნის თამარ მეფის სახელობის (XI-XII სს), „დავითიანის“ (XI-XII სს), წმ.ილიას სახელობის დარბაზულ(შუა საუკუნეები) და კვირაცხოვლის სახელობის (XIX სს) ეკლესიებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანება უკვე გამოქვეყნდა.

„ტაძრებისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭების მიზნით სააგენტოში შესაბამისი დოკუმენტაცია მერიამ წარადგინა“ — განმარტავენ გურჯაანის მერიაში.

გურჯაანში 145 კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია. მუნიციპალიტეტში 400-ზე მეტი ისტორიული ობიექტია.

 

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*