
კასტინგი და მასტერ-კლასები ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ “კავკასიაში”
ძვირფასო მეგობრებო!
? ამა წლის 4-14 აპრილს, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიაში“ ტარდება 10-დღიანი კასტინგი, II და III თაობის ემიგრაციაში ახალი მუსიკალური ტალანტების გამოსავლენად.
? პარალელურად, გაიმართება ინდივიდუალური თუ ჯგუფური მეცადინეობები და მასტერ-კლასები ქართულ ხალხურ, საეკლესიო, ქალაქური და საესტრადო სიმღერებში.
? პროექტის ხელმძღვანელი: გიორგი ჯოლბორდი, გ. მთაწმინდელის სახ. გალობის უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
✅ მეცადინეობები უფასოა!
✅ მიღება: ყოველ დღე 16:00-20:00 საათები.
☎ ინფორმაცია: 210.7211226 / 6945.381250
✅ გახსენებთ, გიორგი ჯოლბორდი თქვენთვის ცნობილი ათენის ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლ „სამი გიო“-ს დამფუძნებელი წევრია. ამ დღეებში ისევ ერთად იქნებიან: გიორგი როხვაძე, გიორგი მჭედლიშვილი და გიორგი ჯოლბორდი!
https://www.facebook.com/GeorgianChoireAthens/videos/1049581778418002/
https://www.facebook.com/GeorgianChoireAthens/videos/1049553401754173/
? P.S. აღსანიშნავია, რომ გიორგი ჯოლბორდმა, ემიგრაციაში მიიღო გადაწყვეტილება, პროფესიონალი მუსიკოსი გამხდარიყო. შესაბამისად, ის თავის სასწავლებელში „კავკასიის“ რეკომენდაციით ჩაირიცხა.