Skip to Content

ქეთი მელუა და გორის ქალთა გუნდი კონცერტებით ევროპის 12 ქვეყანას მოივლიან

ქეთი მელუა და გორის ქალთა გუნდი კონცერტებით ევროპის 12 ქვეყანას მოივლიან

Be First!

ევროპაში გასტროლების შემდეგ ქეთი მელუა და გორის ქალთა გუნდი ახალ ერთობლივ ალბომს გამოუშვებენ.

ქართული წარმოშობის ბრიტანელი მომღერალი ქეთი მელუა გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად ევროპის 12 ქვეყანაში კონცერტებს გამართავს, განაცხადა გორის ქალთა გუნდის მენეჯერმა გიორგი ცირამუამ.

მელუა და ქართული გუნდი ეწვევიან დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, ავსტრიას, პოლონეთს, დანიას, ნორვეგიასა და სხვა ქვეყნებს. სულ 37 კონცერტი ჩატარდება.

„ერთობლივი კონცერტები 2016 წელს უკვე ჩავატარეთ, ასევე გამოვუშვით ერთობლივი ალბომი. 2019 წელს, გასტროლების დასრულების შემდეგ კიდევ ერთი ალბომის გამოშვებას ვაპირებთ”, — განაცხადა ცირამუამ.

ქეთი მელუა
© AP PHOTO / KARL MATHIS
გასტროლების დაწყებამდე, ანუ 13 ოქტომბრამდე გუნდის წევრები ფრანკფურტის წიგნების 70-ე ბაზრობაზე გამოვლენ, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით არის მიწვეული.

ერთობლივი ევროპული ტურნე დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2017 წელს გორის ქალთა გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ცირამუა ქართული საგუნდო მუსიკის განვითარებასა და პოპულარიზებაში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

ჯილდო ქართული კულტურის საზღვარგარეთ პოპულარიზებისთვის მიიღო ასევე ქეთი მელუამ, როგორც ქართული დიასპორის წარმომადგენელმა.

 

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*