Skip to Content

კინონოსტალგია: „აბეზარა“ – შეუდარებელი აბაშიძე და „ქარაფშუტა“ დუგლაძე

კინონოსტალგია: „აბეზარა“ – შეუდარებელი აბაშიძე და „ქარაფშუტა“ დუგლაძე

Be First!

საბჭოეთის ეპოქაში საკავშირო კინოკომიტეტის მესვეურები და ცენზურა განსაკუთრებულად ადევნებდა თვალს რეჟისორ ნიკოლოზ სანიშვილს, რომლის ფილმებს დიდი აუდიტორია ჰყავდა და არნახული მოგებაც მოჰქონდა კინოგაქირავებისათვის.

„შეხვედრა მთაში“, „ხევისბერი გოჩა“, „შეწყვეტილი სიმღერა“, „განგაში“, „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“, „ჩარი-რამა“ და ბევრიც სხვა უამრავ მაყურებელს იზიდავდა.

დღეს ნიკოლოზ სანიშვილის „აბეზარა“ გვინდა გაგახსენოთ და რამდენიმე საინტერესო ფაქტიც შემოგთავაზოთ.

„აბეზარა“

  • ამ ფილმის სცენარი საბჭოთა სცენარისტ ალექსანდრ ვიტენზონს ეკუთვნის, რომელიც ისე აღუფრთოვანებია ლეილა აბაშიძის „ჭრიჭინას“, რომ გადაუწყვიტია სპეციალურად ქართველი მსახიობისთვის დაეწერა სცენარი. შედეგად ქართულმა კინომ მიიღო არაჩვეულებრივი მუსიკალური კომედია „აბეზარა“ , რომლის პირველი ჩვენებაც 1957 წელს შედგა საკავშირო ეკრანზე.
  • ფილმში მთავარ როლებს, რაღა თქმა უნდა, ლეილა აბაშიძე და მასთან ერთად თენგიზ მუშკუდიანი ასრულებდნენ. მათ გვერდით კი კიდევ ერთი ახალგაზრდა და ლამაზი ქალი, რუსთაველის თეატრის მსახიობი ჟუჟუნა დუგლაძე გამოჩნდა, რომელიც ქარაფშუტა ქალის, არქიტექტორის საცოლეს თამაშობს ფილმში.
ფილმი „აბეზარა“

„სანიშვილს ალბათ სპექტაკლებში ვყავდი ნანახი. მისი ასისტენტი მოვიდა და მითხრა, „აბეზარაში“ ხართ მიწვეულიო. ძალიან შემიყვარდა ჩემი როლი, თუმცა აბსოლუტურად არ ვგავარ მას, ვისაც ვთამაშობ. შემდეგ „ორ ოჯახში“ გადამიღეს. იქაც უარყოფითი როლი მაქვს. ფილმის შემდეგ ბევრს ჩემზე ცუდი წარმოდგენა შეექმნა. ყველას ორგული და მოღალატე ვეგონე“, —  იხსენებდა ჟუჟუნა დუგლაძე.

 რაც შეეხება თენგიზ მუშკუდიანს, ის ოპერის თეატრის სოლისტი გახლდათ. 29 წლისა იყო, როცა ნიკოლოზ სანიშვილმა სრულიად მოულოდნელად შესთავაზა ახალგაზრდა არქიტექტორის როლი ფილმში. შეთავაზებას დაეთანხმა და გადაღებებიც დაიწყო.

ერთ დღეს კი რეჟისორისგან რაღაც შენიშვნა სწყენია, გრიმი მოუხსნია და წასულა. მერე მიმხვდარა, რომ გადამღები ჯგუფი გამოუვალ მდგომარეობაში დატოვა და მეორე დღეს უკან დაბრუნებულა. ბოდიში მოუხდია, ასეთი რამ აღარ განმეორდებაო და ფილმზე მუშაობაც გაგრძელებულა.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*