Skip to Content

კლასიკური გიმნაზიის ახალი პროექტი: “ჩვენ ვაფასებთ თქვენს შრომას“

კლასიკური გიმნაზიის ახალი პროექტი: “ჩვენ ვაფასებთ თქვენს შრომას“

Be First!

თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და სკოლის დირექციამ სპორტის დარბაზში სკოლის ტექნიკურ პერსონალს ემოციური სურპრიზი მოუწყო – დამლაგებლებს, დარაჯს, დაცვის თანამშრომლებს და ხელოსნებს ისინი ტაშით, ტრანსფარანტებით და შეძახილებით “თქვენ ჩვენ ძალიან გვიყვარხართ!“, “ვაფასებთ თქვენს შრომას!“ შეხვდნენ.

საყვარელ თანამშრომლებს გიმნაზიის წარმომადგენლებმა ყვავილები და მათი საქმიანობის დეკორაციებით გაფორმებული ტორტი, ხოლო შრომის შესამსუბუქებლად, დამლაგებლებს საკუთარი სახსრებით შეძენილი მტვერსასრუტი დაახვედრეს.

თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ძირითადი საგანმანათლებლო ფუნქციის გარდა, აქცენტი ღირსეული პიროვნებისა და მოქალაქის აღზრდაზე, მადლიერების, სხვისი შრომის დაფასების, ზრუნვის, სიკეთისა დაფასების უნარებზე კეთდება .

სწორედ ეს იყო მიზანი თანამშრომლების მიმართ გამოხატული ყურადღებისა, რაც იმდენად ემოციური აღმოჩნდა, რომ ცრემლების შეკავება დიდებსაც და პატარებსაც გაუჭირდათ. ხოლო თანადგომისა და პატივისცემის გამოსახატად, დირექციის გადაწყვეტილებით, თვეში ერთხელ მოსწავლეები სკოლას თავად დაასუფთავებენ.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*