
კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის კიდევ ერთი სასიხარულო ცნობა გავრცელდა!
???? ამ დღეებში, კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის კიდევ ერთი სასიხარულო ცნობა გავრცელდა!
☑ 14 და 15 აპრილს, ქართული საფორტეპიანო სკოლის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის მუსიკოსი – ვალერიან შიუკაშვილი გამართავს სოლო კონცერტებს თესალონიკესა და ათენში!
? საზოგადოდ, 2018 წლის დასაწყისი ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა საბერძნეთში ქართული ელიტარული კულტურის წარმოსაჩინებლად.
– კლასიკური მუსიკის სამი უძლიერესი წარმომადგენელი თავიანთი შემოქმედებით, საქართველოს საერთაშორისო კულტურულ მიღწევებს გააცნობს ბერძენ მსმენელებს. ესენია, ქრონოლოგიური თანმიმდევრობით:
✅ 1. დუდანა მაზმანიშვილი – 18 თებერვალი – სოლო კონცერტი, ქ. ათენი (კინო-თეატრი “ალკიონის”);
✅ 2. ხატია ბუნიათიშვილი – 7 მარტი – საფრანგეთის რადიოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ქ. ათენი (“მეგარო მუსიკის”);
✅ 2. ვალერიან შიუკაშვილი – 14 & 15 აპრილი – სოლო კონცერტები ქ. თესალონიკესა და ქ. ათენში (კინო-თეატრი “ალკიონის”).
☎ ინფორმაცია: 210.7211226 / 6945.381250
☑ მოვუწოდებთ ქართულ საზოგადოებას, დავპატიჟოთ კლასიკური მუსიკის მოყვარული თქვენი ქართველი, ბერძენი და უცხოელი მეგობრები!