Skip to Content

კოლეჯის კურსდამთავრებული უმაღლესი განათლების მიღებასაც შეძლებს

კოლეჯის კურსდამთავრებული უმაღლესი განათლების მიღებასაც შეძლებს

Be First!

პროფესიული განათლების სისტემაში ჩართულ სტუდენტებს და დაინტერესებულ პირებს სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. პროფესიული საფეხურის დასრულების შემდეგ, სურვილის შეთხვევაში ისინი სწავლის გაგრძელებას უმაღლეს საფეხურზე შეძლებენ.

პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრაცია, გაეროს განვითარების პროგრამასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ხელმოწერილ საგრანტო პროექტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროექტი საწყის ეტაპზე პილოტის რეჟიმში ხორციელდება.

პილოტირების პროცესი ივლისში დაიწყო და მასში სამი პროფესიული სასწავლებელია ჩართული. პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრაცია მიზნად ისახავს პროფესიულ განათლებაში არსებული საგანმანათლებლო ჩიხის აღმოფხვრას.

ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანსაც კომპონენტის ფარგლებში გაწეული სამუშაოებისა და შემუშავებული მოდულების განხილვა, ასევე, მონიტორინგის პირველად შედეგებსა და რეკომენდაციებზე მსჯელობა წარმოადგენდა.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო მოდულების და მასწავლებლის გზამკვლევების პრეზენტაციები. ასევე, მხარეებმა მიმოიხილეს სწავლებისა და შეფასების რეკომენდებული მიდგომები. მონაწილე მასწავლებლებმა მოდულების ავტორებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღეს.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*