კონფერენცია მიზნად ისახავდა ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების ეფექტური მეთოდებისა და სტრატეგიების გაცნობას პროგრამის მონაწილე მასწავლებლებისთვის, ასევე, მათი მხრიდან საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას.
კონფერენციაზე, პროგრამის 11 კონსულტანტ-მასწავლებელი, ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების წარმატებული პრაქტიკის შესახებ, მოხსენებებით წარსდგა. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დანერგვის ხელშეწყობის, ინოვაციური მეთოდებისა და იდეების პრაქტიკაში დანერგვის საკითხები.
ღონისძიებას პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებლები, დამხმარე მასწავლებლები და სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის არაქართულენოვანი სკოლების ადგილობრივი მასწავლებლები ეწრებოდნენ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2016 წლიდან, ახორციელებს არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამას. პროგრამა გასულ წლებში განხორციელებულ პროგრამებს – “ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა” (2009-2015წწ) და “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” (2011-2015წწ) მოიცავს. პროგრამის მიზანია არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერების გზით.