Skip to Content

კონკურსის “ჩემი პირველი ქართული როლი“ გამარჯვებულების დაჯილდოება

კონკურსის “ჩემი პირველი ქართული როლი“ გამარჯვებულების დაჯილდოება

Be First!

სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მოსწავლეებისთვის ქართულენოვანი სპექტაკლების კონკურსი სახელწოდებით „ჩემი პირველი ქართული როლი“ ჩაატარა, რომლის ფინალიც დედაენის დღეს რუსთაველის თეატრში გაიმართა. საკონკურსო ნამუშევრების (სპექტაკლების) შეფასების კომისიის მიერ სამი საპრიზო ადგილი (I, II, III) და ჟიურის სიმპათია გამოვლინდა. პირველის ადგილის მფლობელი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დუზაგრამის საჯარო სკოლა გახდა, მეორე ადგილი თბილისის №96 საჯარო სკოლამ დაიკავა, მესამე ადგილი წილად ხვდა, ქალაქ ახალციხის №3 საჯარო სკოლას. ჟიურის სიმპათია კი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლა გახდა.

გამარჯვებულმა გუნდებმა, რუსთაველის თეატრში თავიანთი სპექტაკლებიდან ფრაგმენტები წარმოადგინეს. დასასრულს კი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ფინალისტებს ფულადი პრიზები და დიპლომები გადასცეს.

კონკურსი, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა და მისი მიზანი იყო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის ქართული ენის შესწავლის ხელშეწყობა, სახელმწიფო ენაზე სამეტყველო კომპეტენციების განვითარება და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*