Skip to Content

„კულტურა საზღვრების გარეშე“

„კულტურა საზღვრების გარეშე“

Be First!

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ხორციელდება პროექტი ,,კულტურა საზღვრების გარეშე”, რომელის მიზანია კონფლიქტით დაზარალებული და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის ქვეყანის კულტურულ პროცესებში ჩართვა.

პროექტის ფარგლებში, 31 აგვისტოს სოფელ ორსანტიასა და დაბა ანაკლიაში გაიმართა სხვადასხვა ღონისძიება. ადგილობრივი მცხოვრებლები შეხვდნენ ქართველ მწერლებსა და მეცნიერებს, სადაც მათ წლევანდელ საიუბილეო თარიღებზე (ნ. ბარათაშვილი; ი. ჭავჭავაძე) გაამახვილეს ყურადღებას; ისაუბრეს კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზე და ინტერაქციის რეჟიმში გამართეს მკითხველთან დიალოგი.

მოეწყო სხვადასხვა სახის გამოფენა, ადგილობრივი ახლაგარზდა ხელოვანების მონაწილეობით; ასევე, ბოლო დროის მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის „ფრანი“ ჩვენება (რეჟ. ვ. სულაქველიძე).

დღის ბოლოს კი, ანაკლიაში ადგილობრივი მოსახლეობისათვის გაიმართა კონცერტი ქართველი მუსიკოსების – ნეკა სებისკვერაძის, დათო ნოზაძისა და ნინო გულიაშვილის მონაწილეობით. ადგილობრივ სკოლებსა და ბიბლიოთეკებს გადაეცა სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*