Skip to Content

კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა კულტურის კომიტეტს მიმდინარე და სამომავლო პროექტები გააცნეს

კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა კულტურის კომიტეტს მიმდინარე და სამომავლო პროექტები გააცნეს

Be First!

1-2 სექტემბერს, ბათუმში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროების პრიორიტეტული საკითხებისა და საკანონმდებლო ინიციატივების განხილვისა და შეჯერების მიზნით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა.

სხდომას, რომელიც ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა გახსნა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი ესწრებოდნენ.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გასვლით სხდომაზე რეგიონში საგანმანათლებლო, კულტურისა და სპორტის სფეროს განვითარების კუთხით გატარებულ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მარიამ ჯაშმა ეფექტური და რეგულარული კოორდინაციისთვის, მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინიტრს მიხეილ გიორგაძეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას, ასევე, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებს.

გასვლითი სხდომა NDI-საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერითა და საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით ჩატარდა.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*