Skip to Content

კვირას, 17 დეკემბერს მარიამ ხაჭვანის “დედე”-ს ოფიციალური ბერძნული პრემიერა.

კვირას, 17 დეკემბერს მარიამ ხაჭვანის “დედე”-ს ოფიციალური ბერძნული პრემიერა.

Be First!

? ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ “კავკასიის” ინიციატივით, კვირას, 17 დეკემბერს, 18:00 საათზე, ისტორიულ კინოთეატრ “ალკიონის”-ში (ΑΛΚΥΟΝΙΣ), გაიმართება მარიამ ხაჭვანის “დედე”-ს ოფიციალური ბერძნული პრემიერა.

? აღსანიშნავია, რომ აღნიშნულმა ფილმმა კარლოვი ვარის (ჩეხეთი) საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდოს შემდეგ, 23 ნოემბერს მიიღო კიდევ ერთი გამორჩეული აღიარება – UNESCO-ს პატრონაჟით დაწესებული “კულტურული მრავალფეროვნების” სპეციალური პრიზი, ამჯერად უკვე შორეულ ავსტრალიაში, ე.წ. “აზიის ოსკარის” საერთაშორისო ფესტივალზე (Asia Pacific Screen Awards).
? ასევე, ქართულმა საპროდიუსერო კომპანიამ 20 Steps Productions, რომელმაც “დედე” გადაიღო, მომავალი ფილმის პროექტის, „ნენე“-ს განსავითარებლად, MPA Apsa Academy Film Fund-ის ფულადი პრიზი მიიღო. ფილმს მარიამ ხაჭვანი გადაიღებს, მისი პროდიუსერი კი ვლადიმერ კაჭარავა იქნება.

? თეატრის მისამართი: კინო-თეატრი „ალკიონის“ /Θέατρο ΑΛΚΥΟΝΙΣ/, იულიანუს ქ. 42-46, „ვიქტორიას მოედანთან“ ახლოს.  210.8220008, 210.8220023

? მოსაწვევი ბარათები ვრცელდება “კავკასიაში” (პატისიონის ქ. 81, 1 სართ., „ვიქტორიას მოედანი”).
 ინფორმაცია: 210.7211226 / 6945.381250 / 6994.933876 / 6992.048253

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*