Skip to Content

ლაშა ტალახაძე – ევროპის სამგზის ჩემპიონი

ლაშა ტალახაძე – ევროპის სამგზის ჩემპიონი

Be First!

ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ევროპის სამგზის ჩემპიონი გახდა

ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე (+100 კგ) ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში უკონკურენტო იყო და ზედიზედ მესამედ გახდა კონტინენტთაშორისი ორთაბრძოლის გამარჯვებული.

ოლიმპიურმა (2016) და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა (2015, 2017) ორივე დისციპლინა (ატაცი და აკვრა) მოიგო. ტალახაძემ ატაცში 210 კილოგრამი, აკვრაში კი 247 კილოგრამი დასძლია და საერთო ჯამში 457 კილოგრამი დააგროვა. ტალახაძემ ჩეხ ირჟი ორსაგას 40 კილოგრამით აჯობა. ამ წონით კატეგორიაში ბრინჯაო უნგრელმა პეტერ ნაგმა (416) მოიპოვა.

ტალახაძეს ატაცში საკუთარი მსოფლიო რეკორდის (220 კლ) გაუმჯობესება სურდა, თუმცა, ამჯერად „ქართველ გოლიათს” არ გაუმართლა.

ამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის (2016) პრიზიორმა ირაკლი თურმანიძემ მოიპოვა და მეოთხე ადგილი დაიჭირა.

ქართველმა ძალოსანებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი ოქროს მედალი მოიპოვეს. მანამდე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ შოთა მიშველაძე (-62 კგ), რევაზ დავითაძე (-85 კგ) და ანასტასია გოტფრიდი (-90 კგ).

 

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*