Skip to Content

ლეგენდარულ მონცაზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდა: ექსკლუზივი შოთა აფხაზავასთან (ვიდეო)

ლეგენდარულ მონცაზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდა: ექსკლუზივი შოთა აფხაზავასთან (ვიდეო)

Be First!

2017 წლის 22-23 აპრილს იტალიის ქალაქ მონცაში, ლეგენდარულ ავტოდრომზე, ქართველმა მრბოლელმა შოთა აფხაზავამ  „ლამბორგინი სუპერტროფეოს“  სერიის ნახევრადმოყვარულ პილოტებს შორის ტურნირის პირველ ეტაპზე გაიმარჯვა.

ქართული გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ, ძარიანი ავტომობილების სერიაში Lamborghini Huracán GT3-ით ასპარეზობს. საერთო გუნდურ ჩათვლაში აფხაზავა კალვინ სნოეკესთან ერთად მერვე ადგილზე იმყოფება.

12:00 რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტარციას, რუსთავის მერიისა და საკრებულოს, საავტომობილო სპორტის ფედერაციის ხელმძღვანელებს და რუსთავის ავტოდრომის მფლობელს შეხვდება. ავტო-მოტო სპორტის განვითარებისთვის რუსთავში არსებულ ავტოდრომს ქონების გადასახადზე არსებული განაკვეთი შეეცვალა.

რბოლის დეტალებსა და სამომავლო გეგმებზე შოთა აფხაზავამ ისაუბრა. ჩვენთან საუბარში შოთა აფხაზავამ აღნიშნა: „მომავალ წელს საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების პირველი კარტოდრომი დაიწყებს ფუნქციონირებას.“

* პირველ რიგში, გილოცავთ გამარჯვებას. რა განცდა დაგეუფლათ ლეგენდარულ მონცაზე გამარჯვების შემდეგ, როგორია თქვენი ემოციები?

– ბედნიერებისა და სიამაყის განცდა დამეუფლა. ლეგენდარულ მონცაზე საქართველოს დროშა აღიმართა და ჰიმნი გაჟღერდა. ამ ავტოდრომზე მსოფლიოს უდიდესი მრბოლელები მონაწილეობდნენ და იმარჯვებდნენ. ასე ვიტყოდი, რომ ჩვენ ამ ავტოდრომზე ჩვენი ქვეყანა წარვადგინეთ. ადამიანი მუდმივად ბედნიერი ვერ იქნება, მაგრამ არსებობს ამგვარი მომენტები, რა დროსაც სიამაყის განცდა გეუფლება.

რა სირთულეებს აწყდებით რბოლის დროს. რა ფაქტორების გათვალისწინება გიწევთ?

 Lamborghini super trophy-ზე, GT 3 კლასის საუკეთესო პილოტები მონაწილეობენ. ძალიან რთულია ასეთი კონკურენციის დაძლევა. მეორე საკითხია მანქანის ტექნიკური მდგომარეობა. იცით, რომ ძალიან სწრაფი მანქანაა, შესაბამისად ყოველ წრეზე სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინება გიწევს. აღსანიშნავია საერთო ემოციური დაძაბულობა. სიჩქარე ძალიან მაღალია და ყოველი გადასწრება სირთულესთან არის დაკავშირებული. ასეთ დროს შეცდომის დაშვებამ, შეიძლება საკმაოდ მძიმე შედეგები გამოიწვიოს. რბოლები ყოველთვის დაძაბულია.

როგორია თქვენი მოლოდინი, Lamborghini super trophy-ს მომდევნო ეტაპზე?

– მომდევნო ეტაპი კიდევ ერთ ლეგენდარულ ავტოდრომზე ინგლისში, სილვერსტოუნში გაიმართება 15-16 მაისს. მთელი გუნდი შევეცდებით, რომ დარჩენილ დროში მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ. ძალიან რთული ავტოდრომია, ფაქტიურად არ არის მონაკვეთი, სადაც ოდნავ დაისვენებ. საკმაოდ ბევრი, რთული მოსახვევი არის. სილვერსტოუნი ჩემი საყვარელი ტრასაა და ვიმედოვნებ, კარგ რეზულტატს ვაჩვენებ.

* TCR International Series პირველი ეტაპის რბოლაზე, ქართული აუდიტორიის წინაშე, დათა ქაჯაიასთან ერთად წარსდექით. მომავალში კვლავ გიხილავთ TCR ეგიდით გამართულ რბოლებში?

– TCR-ში მონაწილეობას ნამდვილად აღარ მივიღებ. სადებიუტო გამოსვლა მქონდა. პირდაპირ გეტყვით, მიღებული გამოცდილება არ მესიამოვნა. არ ვარ მიჩვეული ასეთი ავტომობილების მართვას. თავისთავად TCR-ის რბოლები ძალიან საინტერესო არის, მაგრამ აღარ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას.

* თქვენი აზრით, ვინ არის საქართველოს საუკეთესო მრბოლელი?

– ძალიან რთული კითხვაა. დღეისათვის დათა ქაჯაია ყველაზე სწრაფი და პროგრესირებადი მრბოლელი არის, რომელიც საუკეთესო შედეგებს აჩვენებს. ჩვენმა ფედერაციამ გასული წლის საუკეთესო მრბოლელად სანდრო თავართქილაძე დაასახელა. ვიმედოვნებ, ჩვენი გუნდი საუკეთესო შედეგებს აჩვენებს და მალე გახდება ცნობილი, ვინ არის საუკეთესო. დათა ქაჯაია, მე და მრავალი სხვა მრბოლელი წარმოვადგენთ ჩვენს ქვეყანას საზღვარგარეთ. საუკეთესოები უნდა გამოდიოდნენ, რათა ქვეყანა კიდევ უფრო ნათლად წარმოჩინდეს. მე თითოეული ჩვენგანის გამარჯვება და არა სტატისტის როლში ყოფნა მსურს.

* როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

– TCR-ის ჩატარების წინ, ავტოდრომის მოდერნიზაციისათვის დიდი ინვესტიცია ჩავდეთ, რის გამოც მესამე კატეგორიის სტატუსი მივიღეთ. თავდაპირველად ვვარაუდობდით, რომ მეორე კატეგორიის მიღებას შევძლებდით.

სერტიფიცირების პროცესი უნდა გავაგრძელოთ და მივიღებთ იმ შედეგს, რომელიც თავდაპირველად გვქონდა დაგეგმილი.  ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მაღალი დონის ავტოდრომები ჰქონდეს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავაკავშიროთ ჩვენი ქვეყანა ისეთი ქვეყნებს, სადაც ყველანაირი ინფრასტრუქტურა არის ავტოსპორტისთვის.

დაწყებული გვაქვს და სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია კარტოდრომის ასაშენებლად. ასფალტის ნაწილი უკვე დასხმულია, კონფიგურიაცია გაკეთებული. ვემზადებით რომ სერტიფიცირება გაიაროს უკვე კარტოდრომმა. მომავალი წლისთვის ვეგმავთ, რომ ვუმასპინძლოთ საერთაშორისო ტურნირებს კარტიგში.

ჩატარებულმა სამუშაოებმა ძლიერი სტიმული უნდა მისცეს ახალგაზრდა სპორტსმენებს და ხელი შეუწყოს ქვეყანაში ავტოსპორტის განვითარებას. ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოს მომავალი საუკეთესო მრბოლელები სწორედ ისინი იქნებიან, ვინც ახლა დაიწყებს ვარჯიშს.

კარტინგი არ არის მხოლოდ დამწყებებებისთვის, ჩავატარებთ მრავალ ღონისძიებას და ეს ყველაფერი საბოლოო შედეგად მოგვცემს პერსპექტივას, რომ გზებზე უსაფრთხოების წესები დაიხვეწოს. მსოფლიო პრაქტიკა და სტატისტიკა არის ასეთი, ავტოსპორტით იზრდება საგზაო მოძრაობის კულტურა და იხვეწება მოძრაობის წესები.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*