Skip to Content

ლეგენდარული მოცეკვავეთა ჯგუფი “ანატოლიის ცეცხლი” თბილისში კონცერტებს გამართავს

ლეგენდარული მოცეკვავეთა ჯგუფი “ანატოლიის ცეცხლი” თბილისში კონცერტებს გამართავს

Be First!

15 დეკემბერს ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციაში “გურთიადი” კომპანია “SA Organization” ლეგენდარული მოცეკვავეთა ჯგუფის “ანატოლიის ცეცხლის” საგასტროლო ტურნესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.

პრესკონფერენციას კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად, დაესწრნენ თურქეთის საელჩოსა და ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლები.

ლეგენდარული თურქული ანსამბლის უნიკალურობაზე, მისი შექმნის კონცეფციაზე, წარმატებებსა და საქართველოში დაგეგმილ გასტროლებზე, ასევე კომპანია “SA Organization”-ის წარმატებულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს პროექტის ხელმძღვანელმა სელაჰატინ ატალაიმ და ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა მუსტაფა ერდოღანმა.

კომპანია „SA Organization“-ის ორგანიზებით ლეგენდარულ მოცეკვავეთა ჯგუფის “ანატოლიის ცეცხლის” საქართველოში საგასტროლო ტურნე ბათუმით დაიწყო და გუშინ 13 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების ცენტრში პირველი კონცერტი გაიმართა.

“ანატოლიის ცეცხლი“ ერთ-ერთ საუკეთესო საცეკვაო ჯგუფია, რომელმაც დაიმსახურა აღფრთოვანება მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე, როგორიც არის Madison Square Garden (ნიუ-იორკი), Chicago Theater (ჩიკაგო), Palais des congrès და Bercy Arena (პარიზი) Forest National (ბრიუსელი) და ა.შ.

“ანატოლიას თურქეთის აზიურ ნაწილს ეძახიან, ამ პროექტის წყაროც, სწორედ, ანატოლიის ანტიკური მითოლოგიაა. პროექტი აერთიანებს ასობით ფოლკლორულ ცეკვასა და მუსიკას სხვადასხვა რეგიონიდან და მოცეკვავეებს მთელი მსოფლიოდან, რაც მას კიდევ უფრო უნიკალურს ხდის. აღსანიშნავია, ჯგუფში 10 ქართველია, ეს ქართველი მაყურებლებისთვის დაგეგმილ კონცერტებს მეტ ინტერესს სძენს. კავკასიელებს ცეკვა უყვართ ძალიან. ცეკვას ენა არ გააჩნია. შეიძლება ითქვას, რომ “ანატოლიის ცეცხლის“ მთავარი მიზანია, დაანახოს სამყაროს სიყვარულის, კულტურის ისტორიისა და მშვიდობის ანატოლიური ანტიკური მოზაიკა“, – ლეგენდარული თურქული ანსამბლის უნიკალურობასა და საქართველოში დაგეგმილ გასტროლებზე ვესაუბრეთ პროექტის ხელმძღვანელს სელაჰატინ ათალაის.

ლეგენდარული ჯგუფი 16-17 დეკემბერს თბილისს ეწვევა და კონცერტები თბილისის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ჯგუფის საგასტროლო ტურნე საქართველოში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით ეწყობა და საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილეს ეძღვნება.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*