Skip to Content

„ლიკანის პარკს“ ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის კატეგორია განესაზღვრა

„ლიკანის პარკს“ ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის კატეგორია განესაზღვრა

Be First!

21 ივლისს, მთავრობის დადგენილებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს „ლიკანის პარკს“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.

ლიკანის პარკი, მასში განთავსებული ნაგებობებით საქართველოს ტერიტორიაზე დღემდე შემორჩენილი ერთ-ერთი კომპლექსია, რომელსაც ისტორიული, არქიტექტურული და მემორიალური ღირებულება აქვს.

კომპლექსი რუსეთის მეფის ალექსანდრე II-ის ძმის, კავკასიის ყოფილი მთავარმმართებლის, ნიკოლოზ მიხეილის ძე რომანოვის დაკვეთით იქნა გაშენებული.
ლიკანის პარკის ცენტრალურ ნაგებობას წარმოადგენს სასახლის შენობა, რომელიც რუსეთის მეფის ოჯახის საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა. ნაგებობა თავისი არქიტექტურით ატარებს ეკლექტურ ხასიათს, რაც დამახასიათებელია ზოგადად მე-18 საუკუნის ბოლოს რუსეთის იმპერიაში შემავალი ქვეყნებისათვის.

ნაგებობის ფასადების გაფორმებაში, ისევე როგორც ინტერიერებში, თავმოყრილია სხვადასხვა სახის დეკორატიული ელემენტები – სასახლის საფუძვლად აღებულია ე.წ. ”რუსული სტილი”.

ინტერიერები უხვად ყოფილა მოხატული: შემორჩენილია მხატვრობა რამოდენიმე დარბაზის ჭერზე. სასახლის მუზეუმში განთავსებულია მრავალი ანტიკვარული ნივთი, რომელთაც მინიჭებული აქვთ კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი.

ლიკანის პარკს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ხელახლა (საბჭოთა პერიოდის შემდგომ) 2006 წელს მიენიჭა.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*